in

პირველი სამხედრო ფრენა 100%-იანი მდგრადი საწვავით წარმატებით დასრულდა!

დიახ, შეიძლება, მალე ცა უფრო ეკომეგობრული გახდეს, რადგან Royal Air Force-მა და Airbus-მა სამხედრო თვითმფრინავით მსოფლიოში პირველი ფრენა, რომელიც 100%-ით მდგრად ავიაციის საწვავს (SAF) მოიხმარდა, წარმატებით დაასრულეს. ეს არა მხოლოდ პირველი შემთხვევაა სამხედროებისთვის, არამედ გაერთიანებული სამეფოს საჰაერო სივრცისთვისაც. თანაც, ფრენის კაპიტან ჯიზაზ რუიზს თუ დავეყრდნობით, SAF-ზე მომუშავე თვითმფრინავით გადაადგილება ჩვეულებრივისგან არაფრით განსხვავდებოდა. 90-წუთიანი დაბრუნების პროცესი საწვავის შევსების ტესტირებასაც კი მოიცავდა…

თვითმფრინავი, რომელიც კომერციული Airbus A330-ის ვარიანტი იყო, ოქსფორდშირისკენ გაფრინდა მაშინ, როცა მისი ორივე ძრავა მდგრად საწვავს მოიხმარდა. კონკრეტულად კი საწვავი საკვების ნარჩენებისგან მიიღეს, მათ შორისაა სამზარეულოს ზეთიც… ამან სამხედრო თვითმფრინავების ახალი მომავლისკენ შეიძლება გახსნას გზა, რომელსაც ახლა გეზი ეკომეგობრული მიმართულებით აქვს აღებული. 

გარდა ნახშირბადის ემისიების 80%-მდე შემცირებისა, შესაძლოა, SAF-ზე გადასვლამ გლობალური მიწოდების ჯაჭვებზე RAF-ის დამოკიდებულება და ამასთან, ტრადიციული საწვავის გამოყენების სიხშირეც შეამციროს. 

ჩვენი პიონერული აერონავტიკის მიზნის შესაბამისად, სატესტო ფრენაში Royal Air Force-ს სიამოვნებით დავუჭირეთ მხარი. მივესალმები ამ მიღწევას, რომელიც გვეხმარება, გავხსნათ გზა ჩვენი სამხედრო თვითმფრინავების ფლოტის ნახშირბადის ემისიების შემცირებისთვის, — აცხადებს მაიკლ შოლჰორნი Airbus Defense and Space-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი.

საქართველოში კარტერ’ს-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნა

ჩემპიონთა ზონა — საფეხბურთო დღესასწაული გულშემატკივრებისთვის