in

პირველი კომერციული საშობაო ბარათის სკანდალური ისტორია და მისი ბედი დღეს

პირველ საშობაო მისალოც ბარათს, რომელიც კომერციულად დაიბეჭდა, საკმაოდ საინტერესო იტორია აქვს. ამჟამად, ის “Christie’s Valuable Books and Manuscripts” აუქციონზე 13750 ფუნტ სტერლინგად (18,300 აშშ დოლარად) იყიდება.

თუმცა თავის დროზე, ყველაფერი მშვიდად არ დაწყებულა. ბრიტანელი სახელმწიფო მოხელის, სერ ჰენრი კოულის ილუსტრატორ ჯონ კალკოტ ჰორსლისთვის შეკვეთილი ბარათი პირველად 1843 წელს გავრცელდა. მისი ილუსტრაცია „სკანდალური“ გამოდგა ინგლისში პურიტანული მოძრაობის მიმდევრებისთვის. ისინი შეურაცხყოფილნი იყვნენ ბარათზე არასრულწოვნების ალკოჰოლით გამოჩენის გამო. შეურაცხყოფილები იმდენად, რომ მათ მისალოცი ბარათის მიმოქცევის შესაჩერებლად კამპანიაც კი წამოიწყეს.

ფერად ილუსტრაციაზე წარმოდგენილია ოჯახი, რომელიც ბარათის ადრესატს სადღეგრძელოს უძღვნის. სუფრის თითოეულ წევრს ღვინით სავსე ჭიქა უჭირავს, მათ შორის, წინმდგომ ბავშვებსაც. გაუგებარია, უკან, სამი ბავშვიც ეტანება, თუ არა სასმელს. თუმცა Christie’s Valuable Books and Manuscripts ამბობს, რომ ისინი ქლიავის პუდინგს სინჯავენ.

დღეისათვის, ლითოგრაფიული ხერხით დაბეჭდილი და ხელით მოხატული მისალოცი ბარათი და მის უკან არსებული ისტორია მნახველებში აღტაცებას იწვევს და როგორც ზემოთ ვახსენეთ, ის 13,750 ფუნტ სტერლინგად იყიდება.

როგორ მოვერგოთ სპონსორს? – ჩეხური ფეხბურთი, ლუდი და პლზენის „ვიქტორია“

ევროპის ყველაზე დიდ ვერტიკალურ ფერმაში რობოტები იმუშავებენ