„თბილისი მოლში” 31 იანვრამდე „სამსუნგის” პოპ-აპია განთავსებული. კომპანიამ დედაქალაქში ამ კონცეფციის მაღაზია პირველად გახსნა.

„მას გულგრილად გვერდს ვერ აუვლით. არ არსებობს, ვირტუალური რეალობის სამყაროში მოგზაურობის ან სხვა ჭკვიანი უახლესი მოწყობილობების მოსინჯვის სურვილი არ გაგიჩნდეთ, განსაკუთრებით, ისეთ ადგილაზე, სადაც ყველა „საშოპინგოდ” ან გასართობად მიდის, ანუ თავისუფალი დრო აქვს“.
რა შეგიძლია სამსუნგის პოპ-აპში?
– სამსუნგის უახლესი მობილური ტექნიკისა და აქსესუარების „დატესტვა” და შეძენა (გაითვალისწინე, რომ პროდუქციის შეძენისას აუცილებლად მიიღებ საჩუქარს).
– სახალისო და მომგებიან კონკურსებში ჩართვა.
– 4D VR სკამით მოგზაურობა ვირტუალურ რეალობაში.
კონკურსები და საჩუქრები
„შედიხარ „თბილისი მოლში”, გაიხედავ მარცხნივ, ესკალატორებისკენ და იპოვი „სამსუნგის” პოპ-აპს. მიხვალ, დაგხვდებიან ყურადღებიანი და მომღიმარი კონსულტანტები და აგიხსნიან, რომელ კონკურსში შეგიძლია ჩაერთო („გააგზავნე საახალწლო მილოცვა“; „დახატე ნოუთში“). მაგალითად, 18 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე შეგიძლია სტენდზე წარმოდგენილ Note 8-ში შექმნა საახალწლო მილოცვა და შენთვის საყვარელ ადამიანს გაუგზავნო. ეს მილოცვა შეიძლება იყოს ცოცხალი შეტყობინების (Live Message), Selfie ვიდეოს ან Note შეტყობინების ფორმატში. მილოცვა სამსუნგის ოფიციალურ Facebook გვერდზე (Samsung Georgia) აიტვირთება. იანვრის დასაწყისში ჟიური 3 ყველაზე ორიგინალური მილოცვის ავტორებს გამოავლენს, რომელთაგან საუკეთესოს საჩუქრად ჯადოსნური პრიზი – Samsung Galaxy Note 8 გადაეცემა. ასე რომ, გამოსცადეთ თქვენი შესაძლებლობები, შექმენით ბევრად მეტი „სამსუნგთან” ერთად და თან, მიიღეთ ჯილდო”.













