მთვარისკენ მიმავალი NASA-ს Orion-ის კოსმოსური კაფსულა პირველ ფოტოებს გვიგზავნის და ისინი ხუთი ათწლეულის წინ გადაღებულ ფოტოებს მოგვაგონებს. უბრალოდ, ამჯერად ფოტოგრაფი რობოტია, რომელიც Artemis 1-ის უპილოტო მისიის კამერის სისტემაშია ჩაშენებული.
კოსმოსში გაშვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ორიონის მზის ოთხი მასივიდან ერთ-ერთზე დამაგრებული კამერა შემოტრიალდა, რათა კოსმოსური ხომალდის წინა ხედით გადაეღო ფოტო. „მთვარისკენ მიმავალ გზაზე ორიონის ხომალდი დედამიწას უყურებს. ის 92 000 კილომეტრის დაშორებით იმყოფება იმ ადგილისგან, რომელსაც სახლს ვუწოდებთ“, — აღნიშნა სანდრა ჯონსმა, NASA-დან.
Orion-ის 16 კამერის მთავარი დანიშნულებაა მონიტორინგი, რათა განსაზღვროს, როგორ მუშაობს კაფსულის კომპონენტები გაშვებიდან დაშვებამდე, შიგნით და გარეთ. მზის ენერგიაზე მომუშავე ოთხ კამერას ასევე შეუძლია გადაიღოს დედამიწისა და მთვარის ფოტოები.
მისიის დროს გადაღებული სურათები განსხვავდება იმისგან, რაც კაცობრიობამ Apolo-ს მისიების დროს იხილა, მაგრამ პირველი პრიორიტეტი იქნება ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების გადაღება, როგორიცაა ე. წ. „დედამიწის ამოსვლა“ — ორიონის მაქსიმალური მანძილი დედამიწიდან.