in

YouTube-ის პირველ ვიდეოს 15 წელი შეუსრულდა

ზუსტად 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც YouTube-ზე პირველი ვიდეო აიტვირთა. ჯეივდ კარიმმა ის 2005 წლის 23 აპრილს, წყნარი ოკეანის დროით, საღამოს 8 საათზე განათავსა. Me At The Zoo – ასე ჰქვია ვიდეოს, რომელიც სპილოების ფონზეა გადაღებული. ვიდეო კვლავაც იქცევს მაყურებელთა ყურადღებას. დღეისათვის მას 89 მილიონი ნახვა აქვს. ჯეივდს კი, მიუხედავად იმისა, რომ ამ არხზე მხოლოდ ერთი ვიდეო დევს, 791 ათასი გამომწერი ჰყავს.

ავტორი, პროგრამისტი ჯეივდ კარიმი, YouTube-ის თანადამფუძნებელია. მან ვიდეოების გაზიარების პლატფორმა ჩად ჰარლისა და სტივ ჩენთან ერთად შექმნა. პირველი ვიდეოს ატვირთვიდან იწყება YouTube-ის ისტორიაც. დღესდღეობით, YouTube ერთ-ერთი უდიდესი მულტიმედია პლატფორმაა და მისი შემოსავალი 15 მლრდ დოლარს აჭარბებს.

არ მისცე გაურკვევლობას შენი პარალიზების საშუალება! – HBR

თქვენთან ახლოს, შეიძლება, დახმარება სჭირდებათ – აპლიკაცია „სოლიდარობა“