in

თოჯინები პოლიტიკაში – FirstBank-ის მხიარული რეკლამა

FirstBank-ის რეკლამაში თოჯინები საარჩევნო დისკუსიას მართავენ. ყველაზე მეტად საზოგადოებაში უმუშევრობის პრობლემაა, ამიტომაც კანდიდატები ამ თემაზე ხშირად საუბრობენ. ოპონენტები სავარაუდოდ ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპია, მათ საუბარში პოპულარულ სიტყვებთან ერთად, “ბლა-ბლა-ბლა” ისმის.

ბანკი გვახსენებს, რომ დასაქმება ყველაზე მწვავე თემაა, მაგრამ რეალურ სამუშაო ადგილებს პოლიტიკა კი არა, ბიზნესი ქმნის. კოლორადოს შტატში დაფუძნებული FirstBank-ი სერიოზულ მხარდაჭერას უცხადებს ბიზნესის სფეროს, რითაც სამუშაო ადგილების შექმნას უწყობს ხელს. 

 

თოჯინების მხიარულ რეკლამაზე სააგენტო TDA_Boulder-მა იმუშავა

პირველი ქართული სამთო ველოსიპედის პრეზენტაცია და გრანდიოზული ველოფესტივალი BIKE FEST 2016

როგორია პირველი ქართული ვისკი? – JIMSHER