in

თევზი ალასკადან – რატომ იზიდავს ალასკა თევზის მოყვარულებს

მარადიული თოვლით დაფარული მყინვარები, ცივი ოკეანის მიუდგომელი ნაპირები და ზღვის მლაშე სურნელი – ესაა ალასკელი მეთევზეების ყოველდღიური სამუშაო „ოფისი“, გარემო, სადაც არამხოლოდ მუშაობენ, არამედ – ბუნებრივად არიან შეზრდილები.

ალასკა აშშ-ს ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა იმ შტატებიდან, სადაც გარეულ თევზს იჭერენ. აქაურების ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა მეთევზეობაა. საქმიანობა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, უამრავ წესსა და ტექნიკას მოიცავს.

აქაურები აუცილებლად გეტყვიან, რომ თუ გინდა, წარმატებული მეთევზე გინდა, უნდა იპოვო მოხუცი, გამოცდილი კაცი გამყოლად, რომელიც ყველა საიდუმლო წესს გაგიზიარებს, რაც დაგჭირდება. მათ იციან მთავარი: დღეს თევზი ისე უნდა დაიჭირონ, რომ ხვალ მისი რაოდენობა არ შემცირდეს. ეს იმისთვისაა საჭირო, რათა მომავალი თაობებისთვის რესურსი შენარჩუნდეს.

თუკი რომელიმე აქაურ მეთევზეს ჰკითხავ, რატომ თევზაობს, გიპასუხებს, რომ დამოუკიდებლობა, თავისუფლება და თავგადასავალი არის ის ძირითადი სამი მიზეზი, რის გამოც ამ საქმიანობას მამიდან შვილზე გადასცემენ.

მომხმარებლის დღევანდელი დაკვეთაც ხომ სწორედ ესაა: მათ სჭირდებათ იმის ცოდნა, თუ საიდან მოდის ესა თუ ის პროდუქტი და სურთ მცირე, დამოუკიდებელი და შრომისმოყვარე საოჯახო ბიზნესის მიმართ მხარდაჭერა პროდუქტის შეძენით გამოხატონ. ალასკის თევზის წარმოებაც ხომ სწორედ ასეთია: საუკუნოვანი ტრადიციებით გაგრძელებული ოჯახური ბიზნესი, რომელიც გარემოზე ზრუნავს.

თევზმჭერებისთვის მკაცრი კვოტების სისტემა წყლის რესურსების მიმართ გააზრებულ მიდგომას უზრუნველყოფს. აქაური თევზის ექსპორტი პირდაპირაა დამოკიდებული დაჭერილი თევზის რაოდენობაზე, ეს კი ყოველწლიურად ცვალებადი რიცხვია.

ალასკის რეგიონში აკვაკულტურა აკრძალულია. აქ ვერ შეხვდებით ხელოვნურად გამოყვანილი თევზის ფერმებს. ალასკის თევზის განსაკუთრებული ღირებულებაც სწორედ ისაა, რომ მასზე  ადამიანს მინიმალური გავლენა მოუხდენია.

ძირითადი თევზჭერა ბერინგის ზღვასა და ალასკის ყურეში მიდის. ცივილიზაციისგან მოშორებული რეგიონის აკვატორიის სისუფთავეზე აშშ განსაკუთრებით ზრუნავს. აქაურ თევზს ანტიბიოტიკები თუ საკვები დანამატები არ სჭირდება, ის საკუთარ თავს თავად ზრდის. სწორედ ამიტომაც ითვლება ალასკური თევზმჭერი კომპანიების თევზეული პრემიუმ პროდუქტებად.

მიუხედავად თევზის მრავალფეროვნებისა, ძალზე ცოტაა ისეთი თევზი დარჩენილი, რომელიც საწყისი სახით შემოგვრჩა. წყნარი ოკეანის ორაგულისებრთა სახეობის თევზი („ღურკანა“, „კეტა“, „კიჟუჩი“, „ჩავიჩა“ და „წითელი ორაგული“), რომელსაც ალასკასთან იჭერენ, სწორედ ამისი ნათელი მაგალითია.

ველური თევზი ალასკადან საქართველოში სწორედ გაყინული სახით შემოდის. იმისათვის, რომ სრულად შევიგრძნოთ ნამდვილი პრემიალური ხარისხის თევზის გემო და არომატი, საჭიროა დავიცვათ ყველა წესი მისი შერჩევის, შენახვის, გალღობისა და მომზადების შესახებ.

თევზს არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი ყინული, არ უნდა იყოს ყვითელი ფერის, კანის დაზიანებით ან უსიამოვნო სუნით; ჭიქური თევზს ჟანგვისა და ჰაერის ზემოქმედებისგან იცავს, მაგრამ მისი ფენა უნდა იყოს თხელი, ერთგვარი და გამჭვირვალე; შეფუთვა – თევზს ჟანგბადის ზემოქმედებისგან დამატებით იცავს, ყურადღება მიაქციეთ, რომ შეფუთვა დაზიანებული არ იყოს; თევზის შეძენის შემდეგ რაც შეიძლება მალე ჩადეთ ის საყინულეში, თევზის ხელახალი გაყინვა მის ხარისხს აზიანებს.

რაც შეეხება გალღობას, ეს რაც შეიძლება, დაბალ ტემპერატურაზე ხდება, მაცივრის ქვედა თაროზე, 10-24 საათის განმავლობაში. სასურველია, პროდუქტი სადრენაჟე ჭურჭელზე იდოს, რათა გამოირიცხოს წყლის დაგროვება.

პრემიალური თევზეულის შეძენა პირდაპირ ალასკადან საქართველოს დიდი სუპერმარკეტების დახლებიდანაცაა შესაძლებელი.

 

[R]

„საქართველოს ბანკმა“, Global Finance-სგან, Best Sub-Custodian Bank Award-ის ჯილდო წელსაც მიიღო

Fish Can Sing – ისლანდიელი ავტორით ინსპირირებული ახალბედა ბენდი თბილისიდან