in ,

კატები სუპერმარკეტის რეკლამაში, რომელმაც 2 დღეში 5,7 მლნ-ზე მეტი ნახვა დააგროვა

გერმანული სუპერმარკეტების ქსელ Netto-ს რეკლამაში მთავარ როლს კატები ასრულებენ. დიახ, მთელ მაღაზიაში ფისუნიები დაფუსფუსებენ, დააგორებენ დიდ კალათებს, არჩევენ პროდუქტებს, ხოლო სხვა ფისუნიები სუპერმარკეტის თანამშრომლების ფუნქციას ასრულებენ და ემსახურებიან მათ.

რეკლამა უმარტივესია, სახალისო და თან ნაცნობი. თქვენ ამ კატებს სოციალურ ქსელებში აქტუალური ვირუსული ვიდეოებიდან იცნობთ. ვიდეორგოლზე სააგენტო  Jung von Matt-მა იმუშავა და როგორც ვხედავთ, საკმაოდ წარმატებით. რეკლამა 8 ივნისს გამოჩნდა და 2 დღეში უზარმაზარი გამოხმაურება მოიპოვა. Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე უკვე 5,7 მლნ ნახვა აქვს, ხოლო Youtube-ს არხზე 1.6 მლნ-ზე მეტი.

 

 

kata3

რა ცვლილებებს მოუტანს მომხმარებელს „მაგთიკომის” მიერ „კავკასუს ონლაინის“ საოპერაციო აქტივების შეძენა

ყველგან ფეხბურთია – ნატახტარის კამპანია EURO 2016-სთვის!