in

Fitpass-ი ბავშვთა საფეხბურთო კლუბ ვიკინგების მეგობარია

გამომდინარე იქიდან, რომ ინოვაცია და ტექნოლოგიური განვითარება ყველა სფეროში აუცილებელია, ჩვენ გუნდს დავეხმარეთ AI ხელსაწყოთი, რომელიც აანალიზებს თამაშის მიმდინარეობასა და ვარჯიშს, ასევე აწარმოებს სტატისტიკას, ეს კი გუნდს ეხმარება მიდგომების შეცვლასა და თამაშის სტრუქტურის განვითარებაში. ასევე, ბავშვებს აქვთ Fitpass-ის აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც, შეუძლიათ, ნებისმიერ დროს ჩაეწერონ სასურველ ობიექტზე და გამოიყენონ ესა თუ ის სპორტული დარბაზი ფიზიკური მომზადებისათვის. თუმცა კლუბს კიდევ ბევრი საჭიროება და გამოწვევა აქვს. ამჟამად მათ სჭირდებათ დაფინანსება, რათა საერთაშორისო ტურნირებში მიიღონ მონაწილეობა და განაახლონ სავარჯიშო ინვენტარი. ამ სტატიის მიზანიც, სწორედ კლუბის პოპულარიზაციაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს მათ შესახებ და დახმარების მსურველებმა მარტივად შეძლონ მათთან დაკავშირება.

Fitpass-ის გუნდი

როდის შეიქმნა FC Vikings?

საფეხბურთო კლუბი შეიქმნა 2017 წელს, კლუბი სამმა მეგობარმა დავაფუძნეთ და სამივეს გვაერთიანებდა ერთი მთავარი მიზანი – კლუბის სახით, შეგვექმნა ის, რაც ჩვენ გვაკლდა ბავშვობაში. პირველ რიგში, გამოგვეყენებინა ჩვენი ხედვები და გამოგვესწორებინა ის ხარვეზები, რასაც ნათლად ვხედავდით. ასევე, რა თქმა უნდა, უდიდესი სურვილი გვქონდა და გვაქვს ახალი სიტყვა ვთქვათ ქართულ ბავშვთა ფეხბურთში!

რით არის თქვენი კლუბი გამორჩეული?

პირველ რიგში იმით, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ საფეხბურთო კლუბი, ეს ერთი დიდი სპორტული ოჯახია, სადაც მწვრთნელებს, ბავშვებსა და მათ მშობლებს ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. გუნდის უმთავრესი მისია ფეხბურთელის გაზრდა, სწორი განვითარება და მასზე ზრუნვაა. ჩვენთვის, რაოდენობაზე მნიშვნელოვანია ხარისხი. კლუბში გვყავს ისეთი ბავშვები, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან და ოჯახებს ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ, ამიტომ როგორც შეგვიძლია, მათზე სრულიად უსასყიდლოდ ვზრუნავთ, რათა ამ მიზეზების გამო ბავშვები არ დაბრკოლდნენ და ჰქონდეთ საშუალება, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. ეს არის კლუბი, სადაც ყველას ერთმანეთის წარმატება ახარებს და მუდამ გვერდში უდგას.

რა მიზნები და გეგმები აქვს ამჟამად კლუბს?

ჩვენი უმთავრესი მიზანია, სწორად აღვზარდოთ პროფესიონალი ფეხბურთელები, რომლებიც მომავალში ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს გამოადგებიან და ბევრ წარმატებას მოუტანენ.

ასევე, კლუბის მიზანია, ვიასპარეზოთ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელებით, შემდეგ კი გავცდეთ ქვეყნის საზღვრებს და გამოვჩნდეთ ევროსარბიელზე.

რა საჭიროებები აქვს კლუბს?

კლუბს სჭირდება საკუთარი ინფრასტრუქტურა. არსებული ინვენტარი საკმარისი არ არის, იმისათვის, რომ დასახულ მიზნებს ეტაპობრივად მივაღწიოთ. საკუთარი ინფრასტრუქტურა მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უფრო მეტი აღსაზრდელი მივიღოთ.

ასევე კლუბს სჭირდება სპონსორი, რომელიც დაგვეხმარება საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღებაში, რადგან მსგავსი სახის სპორტული ღონისძიებები, აუცილებელი წინაპირობაა როგორც ბავშვების, ისე მწვრთნელების სწორი კუთხით განვითარებისათვის. ვფიქრობ, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს, ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს ეს გამოცდილება.

სად მდებარეობს თქვენი ბაზა?

სამწუხაროდ, კლუბს ამ ეტაპზე საკუთარი ბაზა არ გააჩნია.

კლუბი ამჟამად დაბინავებულია სფფ-ის მიერ აშენებულ საფეხბურთო ცენტრში ნუცუბიძის პლატოზე, რისთვისაც უდიდეს მადლობა გვინდა გადავუხადოთ ფედერაციას და მის პრეზიდენტს, ბატონ ლევან კობიაშვილს.

ვასკა ხაჩიძე, FC VIKINGS U14 და U10-ის მთავარი მწვრთნელი

Fitpass-ში გვჯერა, რომ არჩეული მიზნისკენ სწორი და თანმიმდევრული სიარული გადამწყვეტია მიღწევებისთვის. ჩვენ მუდამ ხელს ვუწყობთ და ვცდილობთ, წავახალისოთ თითოეული Fitpass-ელი, რომელიც ერთგულად იცავს ჯანმრთელი ცხოვრების წესს, პატივს სცემს ჯანსაღ ღირებულებებს დასახული მიზნის მისაღწევად.

წარმატებას ვუსურვებთ FC Vikings და გვჯერა, როცა დრო მოვა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურებს მათი გვარები დაამშვენებენ.

[პარტნიორის კონტენტი]

ჯაოკენის მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა: გახანგრძლივებული საათები გაუმჯობესებული კომფორტისთვის

როგორ სძინავთ ამ საშინელ ადამიანებს ღამით?