in

FITPASS GAMES 2024 – ბეეეეევრი თამაში!

14 სექტემბერს, Factory Tbilisi-ში FITPASS GAMES 2024 იმართება.

წლევანდელი ღონისძიების თემაა „ბეეეეევრი თამაში!”

ღონისძიების მიზანია პარტნიორ კომპანიებში ხელი შევუწყოთ გუნდურობას და აქტიური ცხოვრების წესის წახალისებას.

FITPASS GAMES ყოველწლიური კორპორაციული ღონისძიებაა, რომელიც პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის შეიქმნა და აერთიანებს სახალისო გუნდურ და ინდივიდუალურ თამაშებს.

ღონისძიების მთავარი თამაშია წრეში ბურთი, რომელშიც Fitpass-ის პარტნიორი კომპანიების რჩეული გუნდები წინასწარ რეგისტრირდებიან და იღებენ მონაწილეობას. ჩემპიონატი “Playoff”-

ის პრინციპით ტარდება – თითოეული კომპანიის გუნდში 6 ადამიანი იასპარეზებს. გამარჯვებული კომპანია დასაჩუქრდება FITPASS GAMES 2024 თასით, ხოლო ექვსივე მონაწილე გაემგზავრება აბუ-დაბის 4 დღიან ტურზე სადაც ეწვევიან Ferrari World პარკს.

Fitpass Games-ი პირველად 2023 წელს “ეზოს თამაშების” კონცეფციით ჩატარდა, ღონისძიებას პარტნიორი კომპანიის თანამშრომლები ესწრებოდნენ და მთავარი თამაშის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

კომპანია FITPASS უკვე 5 წელია საქართველოს ბაზარზეა და ემსახურება კომპანიებს, ვისთვისაც თანამშრომლების გუნდურობა, კეთილდღეობა და ჯანმრთელი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია.

FITPASS GAMES მომავალ წელსაც დაბრუნდება და თითოეულ ფიტპასელს დაუვიწყარ თავგადასავალს პირდება.

FITPASS GAMES 2024 თამაშები და აქტივობები:

ბეეეეევრი თამაშის კონცეფცია აერთიანებს 1 მთავარ თამაშს, 7 ინდივიდუალურ შეჯიბრებას და

20მდე სახალისო აქტივობას.

ამაშები და აქტივობები, რომლებშიც გამოვლინდებიან გამარჯვებულები/რეკორდსმენები და დასაჩუქრდებიან ველოსიპედებით, ელექტრო სკუტერებითა და PS5-ით

  • მშვილდოსნობა
  • კლდეზე ცოცვა
  • მაგიდის ჩოგბურთი
  • მიზანში სროლა
  • Crossfit
  • კიბერ სპორტი (FIFA 24)
  • ჭადრაკი

ადგილზე დაგხვდებათ სხვა აქტივობებიც, რომლებიც Teamboat Play x Fitpass Games ერთად მოამზადეს. ადგილზე ასევე შეძლებთ დასვენებას, გართობას და წამახალისებელი პრიზების მოგებას.

Fitpass-ის გუნდი გისურვებთ ჯანმრთელობას და დროის სასიამოვნოდ გატარებას.

[R]

homeis.gathering-ის სპიკერების ვინაობა ცნობილია

Pepsi პიცის შეკვეთებს აედევნა — რა ხდება?