in

Fitpass Games – სახალისო კორპორაციული ღონისძიება

Fitpass Games კორპორაციული ღონისძიებაა, რომელიც სახალისო შეჯიბრებებს აერთიანებს და შეიქმნა Fitpass-ის პარტნიორ კომპანიებში თიმბილდინგის და აქტიური ცხოვრების წესის წახალისებისთვის.

წლევანდელი Fitpass Games-ის თემატიკა „ეზოს თამაშებია”, რომელიც აჭარაბეთის მოედანზე 22 აპრილს გაიმართება Fitpass-ის პარტნიორი 8 კომპანიის რჩეული გუნდების მონაწილეობით, მათ შორის: TBC, Majorel Georgia, საქართველოს ბანკი, Meama, Evolution Georgia, თეგეტა ჰოლდინგი და სხვები.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ბავშვობისდროინდელი სახალისო ინდივიდუალური თუ გუნდური თამაშები, სადაც მოწვეული კომპანიების 15-კაციან გუნდებს საშუალება ექნებათ, მოიგონ გრანდიოზული პრიზები, როგორებიცაა: PlayStation 5 და ფიტპასის აბონემენტები.

წლევანდელი ღონისძიების საპრიზო თამაშებია: „წრეში ბურთი”, „წეროები”, „რეზინობანა”, „ჯეირანი”, „მინუს ხუთი“ და „ნახე, რას გეუბნები“.

Fitpass Games უნიკალური შესაძლებლობაა კომპანიებისთვის, რათა დაგეგმონ დაუვიწყარი თიმბილდინგი, წარმოაჩინონ თავიანთი ბრენდი და წაახალისონ ჯანსაღი ცხოვრების წესი თანამშრომლებში.

დამატებით ინფორმაციას ღონისძიების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე.

„Fitpass Games – ეზოს თამაშები“ ორგანიზატორები: Fitpass, apeople

[R]

როგორ გავუმკლავდეთ სინანულს?

„არ მოდუნდე, არ გაჩერდე“ — გაიცანით წიგნების თაროს მონაწილე ცოტნე ქევხიშვილი