საქართველოში ყველასთვის ნაცნობი ფიტნეს პლატფორმა Fitpass, რომელიც 50000-ზე მეტ ფიტპასელს და 250-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს, სტრატეგიულ პარტნიორობას Life Fitness-თან იწყებს.
Life Fitness ფიტნეს ინფრასტრუქტურის და სპორტული ინვენტარის მომწოდებელი ლიდერი კომპანიაა მსოფლიოს მასშტაბით.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს Fitpass-ის პარტნიორ სპორტდარბაზებისთვის, სავარჯიშო აღჭურვილობისა და სხვა სპორტული ინვენტარის განსაკუთრებული პირობებით შეძენის შესაძლებლობას.
Fitpass საქართველო უკვე 5 წელია, ლიდერია ფიტნეს ინდუსტრიაში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ყველასათვის მოსახერხებელ და მოქნილ პირობებს, სპორტულ დარბაზებსა და გამაჯანსაღებელ სერვისებზე. Fitpass საქართველო მუდმივად ეძებს ინოვაციურ გადაწყვეტებს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და ფიტნეს გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
Life Fitness საერთაშორისო კომპანიაა, იგი აღიარებულია უმაღლესი ხარისხის, გამძლე ფიტნეს აღჭურვილობით. ფლობს ბრენდებისა და ინვენტარის მრავალფეროვან პორტფელს Hammer Strength-ისა და სპინინგის ბრენდ ICG-ის ჩათვლით.
Life Fitness ფიტნეს გადაწყვეტებში უახლეს ტექნოლოგიებთან და ინოვაციებთან ასოცირდება.
ეს თანამშრომლობა სასარგებლო იქნება Fitpass-ის ყველა პარტნიორი სპორტდარბაზისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. სპორტული ობიექტები შეძლებენ, ექსკლუზიურ ფასად შეიძინონ სხვადასხვა ინვენტარი თუ სპორტული აღჭურვილობა, Life Fitness-ისა და მისი შვილობილი ბრენდებისგან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ობიექტების მომსახურებას და ინვენტარის ხარისხს.
„მოხარულები ვართ Life Fitness-თან პარტნიორობის დაწყებით, ის პირდაპირ ეხმიანება ჩვენს მთავარ მისიას, რაც საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას გულისხმობს. ჩვენი პარტნიორი სპორტდარბაზების პრემიუმ კატეგორიის ინვენტარით უზრუნველყოფა შექმნის ახალ სტანდარტს ინდუსტრიაში და გააუმჯობესებს მომხმარებლების გამოცდილებას“, — გიორგი შანიძე, Fitpass საქართველოს მმართველი დირექტორი.
Life Fitness-ის რეგიონული მენეჯერი ემრე ოზდესი ამბობს: „Fitpass საქართველოსთან პარტნიორობა კომპანიას საქართველოს ბაზარზე გაფართოების შესაძლებლობას აძლევს. მოუთმენლად ველით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიხილოთ მაღალი სტანდარტის სავარჯიშო ინფრასტრუქტურა სხვადასხვა სპორტდარბაზში და ამით ხელი შევუწყოთ სპორტული აქტივობების პოპულარიზაციას“.
[R]