in

Fitup ფოტოებსა და Gif-ებს იღებს და კომპანიებისთვის ეფექტებს ინდივიდუალურად ქმნის

Startauperi
Startauperi

Fitup აპარატია, რომელიც სურათებსა და Gif-ებს ე.წ. ფროფებით – ეფექტებით იღებს. კომპანია სხვადასხვა ტიპის ეფექტებს ქმნის, მაგალითად, ქართულ რეალობასთან ასოცირებულს, ზოგადი მიმართულებისას ან ნებისმიერ სხვას, რომელსაც მომხმარებელი მოისურვებს: ჰარი პოტერის სათვალე და მისი ჯადოსნური ჯოხი, სახალისო ბაფთები, ულვაშები, ფაფახი და სხვა მრავალი…

იდეა რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი ღონისძიების დროს დაიბადა, როდესაც მონაწილეები “Cutout” დაფასთან იღებდნენ სურათს, ხოლო ბანერზე აღბეჭდილ სახალისო სურათებს იქვე, სოციალურ მედიაში ათავსებდნენ. ფაქტმა ჩემში გააჩინა კითხვა, თუ რატომ არ უნდა იყოს შესაძლებელი ვირტუალურად მოირგოს მსურველმა ის, რაც სურს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, შევქმენით აპარატი, რომელიც ტრადიციული გართობის საშუალებას ვირტუალურად გარდაქმნიდა და მსურველს მისთვის სასურველ ეფექტს მოარგებდა, – გიორგი კენჭუაშვილი.

Fitup-ის გუნდში, რომელიც დაკომპლექტებულია მარკეტინგული კომპანია 4MEDIA-ს წევრებით, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან გაერთიანებულები: მარკეტინგი – გიორგი კენჭუაშვილი, გიორგი მგელაძე, ცოტნე ბჟალავა; დიზაინი – გიგა წერეთელი; პროგრამირება – გივი ყირიმელი; გაყიდვები – ლაშა ლომიძე, ნათია გუგუშვილი და სხვები.

Fitup-ის ბრენდინგზე გუნდის წევრმა, დიზაინერმა, ანა დვალიშვილმა იმუშავა. როგორც გიორგი კენჭუაშვილი აღნიშნავს, ბრენდის კონცეფცია, ანუ მრავალფეროვნება, რომელშიც იგულისხმება თითოეული კომპანიისთვის ინდივიდუალური ეფექტების მოფიქრება და შექმნა, ლოგოში, სხვადასხვა ფერით აისახა. კონკურენტულ უპირატესობაზე საუბრისას კი გვიყვება:

Fitup არის აპარატი, რომლის მსგავსი, დღევანდელ ბაზარზე არ არსებობს. ჩვენ, სპეციალურად დამკვეთისთვის, უნიკალურ „ფროფს“ ვქმნით და ვფიქრობთ, სწორედ ეს გვაქცევს ჩვენ კონკურენტუნარიან ბრენდად.

M: გიორგი, როგორ წარმოგიდგენიათ Fitup-ის მომავალი… როგორია ბრენდის განვითარებასთან დაკავშირებული ხედვები? 
ჩვენს აპარატზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ამიტომ ვფიქრობთ, კიდევ რამდენიმე შევქმნათ, რომ ერთდროულად, ბევრ ბრენდს შეეძლოს ჩვენი მომსახურებით სარგებლობა.

ასევე, უახლოეს მომავალში ვამატებთ მწვანე ფონს, რომელიც მომხარებელს Gif-ებისა და სურათების გადაღების დროს, სასურველი ფონის შერჩევის საშუალებას მისცემს.

ტექნოპარკში თანადაფინანსების გრანტების პროგრამის შემდგომი ეტაპი დაიწყო

“გვინდა, მომხმარებლებმა უკეთესად გაიცნონ ქვეყანა, სადაც მიდიან” – ტურისტული კომპანია Grand Voyage