in

თუ Fiverr-ის მომღერალ ავოკადოს დავუჯერებთ, AI არაფერია ჩვენ გარეშე!

ხელოვნურ ინტელექტს თუ ვებგვერდის ან აპლიკაციის შექმნის თხოვნით მიმართავენ, ხშირად Vibe coding-ის ტერმინს იყენებენ, შემდგომ კი პროცესს მიენდობიან ხოლმე… თუმცა Fiverr თავისი ავოკადოთი გვეუბნება, რომ იდეის სრულყოფისთვის პროცესში მაინც ადამიანების ჩართვაა საჭირო.

M2

ამიტომაც, 1980-იანი წლების ჰიტის Nothing’s Gonna Stop Us Now-ის ფონზე ახალგაზრდა ინოვატორს გვაცნობენ, რომელიც AI-ს იყენებს თავისი მილიარდდოლარიანი იდეის გასაცოცხლებლად — აპლიკაციის, რომელიც ბოლოს და ბოლოს გეტყვით, ავოკადო მწიფეა თუ არა. თუმცა აქამდე გაიგებთ, რა მოსდევს პროექტს, რომელიც მხოლოდ ხელოვნური ინტელექტით სრულდება:

ეს კამპანია ჩვენს შემოქმედებით სთორითელინგს აგრძელებს, თუ როგორ მუშაობს AI და ადამიანი ერთად საუკეთესოდ. მუდმივად ვპოულობთ სახალისო, დასამახსოვრებელ გზებს ფუნდამენტური სიმართლის გადმოსაცემად: მართალია, AI წარმოუდგენელ შესაძლებლობებს გვთავაზობს, მაგრამ სწორედ ადამიანური ნიჭია ის, რაც ჩვენს იდეებს აცოცხლებს. მომღერალი ავოკადო კი Fiverr-ისთვის იმის გამოხატვის საშუალებაა, რომ რაღაც ჯადოსნობა ხდება, როცა თანამედროვე ტექნოლოგია რეალურ გამოცდილებას ერწყმის. ხოლო, როცა ასე არ ხდება, იმედგაცრუებისთვის უნდა იყოთ მზად, — განმარტავს მატი იაჰავი, Fiverr-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი. 

აღსანიშნავია, რომ ასე ბრენდი მეტაფორულადაც გვეუბნება სათქმელს: ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი აპლიკაციებიც გარეგნულად ისევე იდეალურად გამოიყურება, როგორც ავოკადო გაჭრამდე…

რომელია შენი ბიზნესის ყველაზე შემოსავლიანი თვე? გაიგე ბიზნეს მენეჯერში

სუხიშვილების თაკარა – ინოვაციისა და ტრადიციის სინთეზი