in

Fiverr-ის ახალი კამპანია „ფრილანსინგის“ მნიშვნელობას უსვამს ხაზს

გასულ წელს Fiverr-მა ინვესტორებისთვის მიცემულ ანგარიშში აღნიშნა, რომ დიდი კომპანიების 64% ე. წ. „დამოუკიდებელ ნიჭში“ დებს ინვესტიციას. როგორც ჩანს, დღეისათვის განსაკუთრებით დიდია ფრილანსერებზე მოთხოვნა, რასაც კომპანიის ახალ კამპანიაშიც ვხედავთ, სახელწოდებით “Team Up”.

BOG

ვიდეორგოლის მთავარ როლში უსახელო კომპანიაა წარმოდგენილი, რომელიც ძალიან დიდ პატივს სცემს მათ ვებდეველოპერ მარკოს. მაშინ, როდესაც მარკო სამსახურიდან წასვლას გადაწყვეტს, თანამშრომლები თბილ გაცილებას მოუწყობენ, ტორტით და დაფასების გამომხატველი სიტყვით. ერთ უჩვეულო დეტალს კი ის წარმოადგენს, რომ მას ფიზიკურად არ შეუძლია ტკბილეულის ჭამა, რადგან ის ფრილანსერია, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში დისტანციურად მუშაობდა პროექტზე.

მიუხედავად იმისა, რომ არცერთ თანამშრომელს უნახავს მარკო რეალურად, რეკლამა გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი წვლილი კომპანიის საქმიანობაში. ასევე ვიდეორგოლში აშკარად იკვეთება Fiverr-ის როლი დამოუკიდებელი კონტრაქტორების მარტივად მოძიებაში.

კომპანიის კრეატიულობა მხოლოდ ვიდეორგოლს არ სჯერდება და ონლაინ სივრცეს სცდება — Fiverr თავის ზოგიერთ ფრილანსერს ტორტს გაუგზავნის თავისივე გამოსახულებით. ისინი კი მიღებული საჩუქრის ფოტოს სოციალურ მედიაში გამოაქვეყნებენ.

სამუშაო ძალის მომავალი

„ამ კამპანიის ერთი დიდი გზავნილი ის არის, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენი სამუშაო ძალის გაფართოება ფრილანსინგის მიმართულებით და მათი სრულად ჩართვა კომპანიის კულტურაში. ჩვენ ვიფიქრეთ ტრადიციებზეც, რომლებიც თითოეულ კომპანიას უნიკალურს ხდის“, — ამბობს Fiverr-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, გალ არნონი. არნონმა ისიც დასძინა, რომ შიდა და გარე მუშაკებთან მუშაობა უბრალოდ მენეჯერული დაბრკოლებაა, რომელიც ყველა კომპანიამ უნდა ისწავლოს მიმდინარე „ბიზნეს კლიმატის“ უკეთ ნავიგაციისთვის.

ამასთან, Fiverr-მა eloitte-ისა და MIT Sloane Business Management-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ბიზნეს ლიდერების 74%-ს სჯერა, რომ ფრილანსერების ეფექტური მართვა გადამწყვეტია ორგანიზაციის წარმატებისთვის.

აღსანიშნავია, რომ Fiverr-მა საკუთარი შემოქმედებითი გუნდი გამოიყენა, რათა თავისუფალი კამპანია განეხორციელებინა, კრეატიულობისა და ხელოვნების, ვიზუალური დიზაინის, მოძრაობის დიზაინისა და ქოფირაითინგის მიმართულებით. ამ დრომდე კომპანია გარე კრეატიულ სააგენტოებს მიმართავდა.

2 მლნ დოლარამდე საერთაშორისო ინვესტიცია არდიში და ახალი, დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის ვოლფგანგ ვანდის წარდგენა

ახალი კვლევის მიხედვით, წვიმის წყალი უსაფრთხო არაა