როდესაც ფიზიკაზე ვფიქრობთ, ბევრ ჩვენგანს იმ პრაქტიკულ სამუშაოებზე ოცნება ახსენდება, რომელთაც სკოლაში გვპირდებოდნენ და არ აგვისრულეს. ამის ნაცვლად გაყინულ საკლასო ოთახებში, ზამთრის ქურთუკებში ჩათბილულებს „უმად“ გვაზეპირებინებდნენ ნიუტონის კანონებს და ჩანასახშივე ყინავდნენ ამ უაღრესად საინტერესო დისციპლინისადმი ჯეჯილივით აღმოცენებულ ინტერესს.
გავიდა დრო… ამჯერად უკვე გამთბარ აუდიტორიებში მარკეტინგის შესახებ შეგვიქმნეს წარმოდგენა, ფიზიკაზე ფიქრითაც კი აღარ ვფიქრობთ და ნიუტონის შესახებ ერთადერთი შეხსენება ჩაკბეჩილი ვაშლის გამოსახულებაა ჩვენს ჯიბეებში.
თუმცა, ამბობენ რომ ბავშვობის ოცნებები ყველაზე გულითადია და მოულოდნელად Google -ის მარკეტინგის დირექტორის speech-ს ვაწყდებითს, რომელიც მოგვიწოდებს რომ დავიცადოთ, შევჩერდეთ და ასე მარტივად არ ჩამოვწეროთ ნიუტონი, აინშტაინი და მაქსველი ინტერესთა სიიდან. ფიზიკას მარკეტინგის შესახებაც კი შეუძლია რაღაცეები გვასწავლოს და ის პრაქტიკული სამუშაოები, რომლებზედაც ბავშვობაში ვოცნებობდით უკვე მიმდინარე საქმიანობაში განვახორციელოთ.












