in

როგორ მოქმედებს ანტინაწილაკი გრავიტაციაზე? — ექსპერიმენტი

გრავიტაციაზე საუბრისას ნაწილაკიც და მისი საპირისპირო ტყუპი ანტინაწილაკიც დიდ ყურადღებას იმსახურებს. აქ უფრო დიდი ამბავიც გვაქვს — Antihydrogen Laser Physics Apparatus-ის (ALPHA) უახლესი ექსპერიმენტით ანტინაწილაკის თავისუფალი ვარდნის პირდაპირი გაზომვა შეძლეს! ეს იმას ნიშნავს, რომ გრავიტაციას ზუსტად ისე პასუხობს, როგორც აინშტაინი ვარაუდობდა… ანტინაწილაკი კი, როგორც მეცნიერები განმარტავენ, ნაცნობი ტიპის მატერიის კვანტური ჩრდილია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ობიექტების შექმნაზეა პასუხისმგებელი.

M2
M2

აი, აქ ცოტა რთული პროცესი უნდა ჩავშალოთ — თუ პოზიტრონსა და ანტიპროტონს ერთად მოათავსებთ, ანტიწყალბადის ატომს მიიღებთ, დადებითი ნაწილაკით, რომელიც უარყოფით ბირთვზე ბრუნავს. სამყარო კი არ ერიდება ანტინაწილაკების შექმნას, ყოველ შემთხვევისთვის, ეს მაჩვენებელი მატერიის რაოდენობას არ ჩამოუვარდება, მაგრამ თუ ამ ორს გავაერთიანებთ, უცბად გაქრება, არაფერს დატოვებს სწრაფად გაფართოებული გამა-სხივების ბუშტის გარდა…

ეს ჩახლართული ფაქტი კი იმიტომ მოგიყევით, რომ ერთ საიდუმლოს ააშკარავებს — რატომ არის სამყარო სავსე მატერია-ვარსკვლავებით, მატერია-პლანეტებითა და მატერია-გალაქტიკებით თუ ანტინაწილაკების იგივე რაოდენობა მივიღეთ დიდი აფეთქების შემდგომ? თუ ზოგი ფიზიკოსი ანტინაწილაკებთან დაკავშირებულ საკითხებს აყენებს ეჭვქვეშ, ზოგმაც გადაწყვიტა, ე. წ. სარკისებური ტყუპის ფუნდამენტური ქცევებისადმი არსებული ვარაუდები გამოეცადა.

მაგალითად, თუ პოზიტრონები გრავიტაციამ არ მიიზიდა, შესაძლოა, ორი ტიპის მატერია სამყაროს შექმნის ადრეულ პერიოდშივე გაყოფილიყო… და ამას კარგ იდეად მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, კონცეფციას მხარს დაუჭერს თუ არა თეორია… როგორც ფიზიკოსი ჯონათან ვურტელე განმარტავს: ანტიწყალბადი რომ წყალბადისგან რაღაცით განსხვავდებოდეს, ეს რევოლუციური იქნებოდა, რადგან ფიზიკური კანონები, როგორც კვანტურ მექანიკაში, ისე გრავიტაციაში, გვეუბნება, რომ ქცევა ერთი და იგივე უნდა იყოს, თუმცა ერთი არ გვეცოდინება, თუ მეორეზე ექსპერიმენტს არ ჩავატარებთ.

უკვე ექსპერიმენტის ჩატარება კი მხოლოდ სათქმელად იყო მარტივი… აქ უამრავი პრობლემა არსებობდა, მაგრამ ექსპერიმენტი ერთი ნაბიჯით წინ რომ წაეწიათ, ALPHA-მ ვერტიკალური ვაკუუმის მილი რეგულირებადი მაგნიტური ველებით შექმნა და ანტიწყალბადის ნაწილაკები მის ცენტრში მოათავსა. როგორც ამბობენ, ისინი გალილეოს პიზის ექსპერიმენტის მსგავსს ატარებენ… მაგნიტური ველების ცვლილებით მკვლევრებს მისი ეფექტების თავიდან არიდება შეეძლოთ, რის გამოც გრავიტაციის ძალა უფრო მეტ ნაწილაკს დაცემისას იზიდავდა. 

მოკლედ რომ გითხრათ, ეს ექსპერიმენტი გვეუბნება, რომ შეგვიძლია გვერდით გადავდოთ ვარაუდები იმის შესახებ, თითქოს გრავიტაციამ ანტინაწილაკი დიდი აფეთქების ფერფლიდან ამოიღო… 

რას გულისხმობს ჰუმანური AI და როგორია Pi მოდელი?

როცა თვითმფრინავში სავარძელზე ფეხს გიდებენ — Lexus-ის რეკლამა