უკვე მერამდენე დღეა, ასიათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული და მშვიდობიან პროტესტს უწყვეტად გამოხატავს. პროტესტი მთელ ქვეყანას მოედო და კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. ეს რთული დღეები დამაზიანებლად მოქმედებს ადამიანების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, არაერთმა ორგანიზაციამ და სპეციალისტმა გამოთქვა უსასყიდლოდ დახმარების სურვილი და პროტესტის მონაწილეებს მხარდაჭერა ამ სახით გამოუცხადა, მათ შორისაა: „სინერგია“, „კლასტერი“, „კამარა“, „ლუმოსი“, „5რიტმი“ და სხვაბი. პიროვნული განვითარების პლატფორმა „კაიკონას“ დამფუძნებელმა ნინო მარგველაშვილმა და ილუსტრატორმა თეა ქობალიამ თავი მოუყარეს იმ ცენტრებსა თუ პლატფორმებს, რომლებიც უფასოდ დაგეხმარებიან დიდებსაც და ბავშვებსაც:
„გიზიარებთ ჩემს ხელთ არსებულ სერვისების ჩამონათვალს, რომელიც ამ რთულ, მაგრამ გარდამავალ სიტუაციაში შეიძლება წამალი აღმოჩნდეს თითოეული ადამიანის სხეულის, გულისა და გონებისათვის. ინფორმაციასთან ერთად, დართული იქნება კონკრეტული მომსახურების წარმომადგენლის ონლაინ გვერდები/პროფილები, ასე რომ შეგიძლიათ პირდაპირ გადახვიდეთ მათ გვერდზე და დაეკონტაქტოთ.
დასწრება არის უფასო ან შემოწირულობაზე, პირისპირი ან ციფრული. სერვისები ეხება უფროსებსაც და არასრულწლოვნებსაც“.
ქვევით მოცემულ ქარდებზე ნახავთ ინფორმაციას, თუ რომელი ორგანიზაცია რა სერვისის გაწევას შეძლებს თქვენთვის. თანდართული ბმულების დახმარებით კი, მათთან დაკავშირებას შეძლებთ. სია განახლებადია, ამიტომ გირჩევთ, ეს ბმული შეინახოთ და პერიოდულად გადახედოთ ახალ შემოთავაზებებს.
„დაო – ფსიქოსოციალური განვითარების ცენტრი“