in

FKJ-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა BSA.ge-ზე დაიწყო

6 აგვისტოს Black Sea Arena-ს Front Stage – კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში – ფრანგ მულტიინსტრუმენტალისტს, FKJ-ის უმასპინძლებს.

ბრიტანული როკ-მუსიკის, ჯაზისა და ფიუჟენის გავლენით, Vincent Fenton-მა მუსიკის შექმნა ადრეულ ასაკში დაიწყო, თუმცა მისი წარმატების მთავარი გასაღები 2017 წელს გამოცემული კომპოზიცია Tadow აღმოჩნდა, რომელიც მისი და Masego-ს კოლაბორაციული ნამუშევარია. მუსიკის შესრულების ინდივიდუალური სტილისა და განსაკუთრებული ჟღერადობის წყალობით, FKJ-სთვის მაშინვე გაიღო დიდი ფესტივალებისა თუ სახელოვნებო სივრცეების კარი.

2017 წელს მან  Coachella-ზე დაუკრა, რასაც მოჰყვა თავის გამოჩენა მსოფლიოს სხვადასხვა ფორუმზე, მათ შორის: Lollapalooza, Euphoria და სხვა. ნიუ-ჯაზის, ელექტრონული მუსიკისა და R&B-ის გემოვნებიანი შეზავებით, FKJ-მ უკვე რამდენიმე სტუდიური ჩანაწერი გამოსცა. მათ შორის აღსანიშნავია 2022 წელს გამოსული ალბომი Vincent, რომლითაც არტისტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის თავისი თაობის უნიჭიერესი მუსიკოსია. იმავე წელს მან ლეგენდარულ Carlos Santana-თან ერთად კომპოზიცია Greener შეასრულა. FKJ საქართველოში პირველად დაუკრავს და ქართველ მსმენელსაც პირველად ექნება საშუალება, ცოცხლად მოისმინოს საყვარელი კომპოზიციები.

ბილეთების ყიდვა უკვე შეგიძლიათ Black Sea Arena-ს ოფიციალურ ვებგვერდზე – BSA.ge. ბილეთის ფასი 100 ლარია, თუმცა Nile Rodgers & Chic-ის ღონისძიების ბილეთთან ერთად, ორივეს 150 ლარად შეიძენთ. 4 გრემის მფლობელი, ამერიკელი მუსიკოსი და პროდუსერი Nile Rodgers, ბენდთან ერთად Chic, Black Sea Arena-ს Front Stage-ს FKJ – ის კონცერტამდე ერთი დღით ადრე, 5 აგვისტოს დაიკავებს.

Starring Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც Black Sea Arena-ს გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream. ახალი კამპანიის ფარგლებში, Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

დაგეგმილი კონცერტების ბილეთები ეტაპობრივად, ვებგვერდზე – BSA.ge – გაიყიდება.

[პარტნიორის კონტენტი]

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას” 3 ახალი საწარმოო მიმართულება დაემატა

Nile Rodgers & Chic-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა BSA.ge-ზე დაიწყო