12
Feb
2020

თბილისის ნებისმიერ რესტორანს ერთი აპლიკაციიდან დაჯავშნით – Flace-მა ფუნქციონირება დაიწყო

12 Feb 2020

ალბათ, ბევრჯერ გქონიათ შემთხვევა, როცა რესტორანში/ბარში მისულს უკან გამობრუნება დაგჭირვებიათ, რადგან კითხვაზე „თავისუფალი მაგიდა ხომ არ გაქვთ?“ გპასუხობდნენ – „ყველა მაგიდა დაკავებულია“. ეს არის მომენტი, რომელიც გეგმებთან ერთად განწყობასაც რევს და ასე იწყება უახლოესი რესტორნის ძიება, სადაც თავისუფალი მაგიდა ექნებათ, ეჭვით, რომ შაბათია და შესაძლოა, იქაც არ იყოს „თქვენთვის ადგილი“.

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება დიდწილადაა დამოკიდებული ტექნოლოგიურ პროდუქტებზე. ჩვენ აღარ ვიძახებთ ტაქსის სატელეფონო ზარის მეშვეობით, აღარ მივდივართ ბანკში სხვადასხვა სერვისის მისაღებად და აღარ ვიძახებთ კონკრეტული რესტორნიდან საკვებს, ტელეფონით. ამ ყველაფრის გამარტივებას აპლიკაციების გამოყენების პრაქტიკამ შეუწყო ხელი. დღეს კი, დროა რესტორნის დასაჯავშნადაც აღარ იყოს საჭირო ადგილზე მისვლა, დარეკვა და ლოდინი.

უკვე დრო რომაა, ამაზე შეთანხმდა Flace-ის გუნდი და ასე, Flace არის რესტორნების მაგიდების დაჯავშნის აპლიკაცია საქართველოში. მისი შემქმნელების თქმით, ეს პირველი აპლიკაციაა საქართველოში, რომელსაც მსგავსი ფუნქცია აქვს და მასში თბილისში არსებული ყველა რესტორანი, კაფე, ბარი, პაბი, ღვინის ბარი თუ სხვა მსგავსი დაწესებულება ერთ სივრცეშია მოქცეული.

Flace-ს აქვს რამდენიმე კატეგორია, „კაფე“, „ბარი“, „პაბი“, „Weekend“, „პოპულარული“, „ქართული“, „ღვინის ბარები“ და ა.შ. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ხასიათის და გემოვნების მიხედვით შეარჩიოს კატეგორია, შემდეგ ადგილი , მიუთითოს სტუმრების რაოდენობა, დრო და გააგზავნოს მოთხოვნა რესტორანში მაგიდის ჯავშანზე – 4 წუთში მომხმარებელს მიუვა პასუხი მაგიდის სტატუსზე“, – ასე გვპასუხობენ Flace-ში კითხვაზე „როგორ გამოვიყენოთ აპლიკაცია?“.

რაც შეეხება აპლიკაციის საჭიროებას, უდავოა, რომ ეს გაამარტივებს სავახშმოდ, თუ სხვადასხვა მიზნისთვის რესტორნის (ან სხვა ტიპის დაწესებულების) მოძიების პროცესს. თავად Flace-ში კი ამბობენ, რომ აპლიკაცია „კომფორტულია, იმიტომ რომ თბილისში სიარული და თავისუფალი ადგილის მოძებნა, განსაკუთრებით, პარასკევს და შაბათს საჭირო აღარ იქნება, მარტივად, აპლიკაციის მეშვეობით შეეძლება მომხმარებელს სულ რამდენიმე წუთში, დისტანციურად დაჯავშნოს მაგიდა, თავის საყვარელ ადგილას. ასევე, კომფორტულია რადგან ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი ამის გაკეთება – თეატრიდან, კინოდან, ბიზნეს შეხვედრიდან, საცობიდან“.

Flace-ის გადმოწერა უკვე შესაძლებელია Android-ისა თუ iOS-ის მომხმარებელთათვის.

[R]

განხილვა