in

ლაუნჯი, სადაც სუშის ფლამინგო მოგიმზადებთ

სუში იაპონური კულტურის განუყოფელი ნაწილია. კულტურას კი არაფერი უხდება ისე, როგორც ინოვაცია და განახლებისკენ მუდმივად სწრაფვა. ალბათ, სწორედ ეს ხედვა შეარჩია სასტუმრო ამბასადორში არსებულმა სუში ლაუნჯმა “ფლამინგო”, რომელმაც შეფად არც მეტი, არც ნაკლები ფლამინგო დანიშნა. სწორედ იგი უმზადებს აქ მოსულ სტუმრებს ეგზოტიკურ, მოდერნიზებულ სუშის ექსკლუზიური, საავტორო სოუსებით. ზოგადად სუში ლაუნჯზე, აქ არსებულ კერძებსა და მისივე ხანგრძლივ გამოცდილებაზე ფლამინგოს გავესაუბრეთ:

 

M: ფლამინგო, მოგვიყევი სუში ლაუნჯ ფლამინგოს შესახებ.. 

თავდაპირველად, როდესაც ფლამინგო იხსნებოდა, კონცეპტუალურად მისი იდეა განსხვავებული იყო – საქმიანი შეხვედრები, ექსკლუზიური სასმელები, სარელაქსაციო ზონა, რომელსაც შემდეგომში იაპონური სამზარეულო დაემატა. რა თქმა უნდა, ეს ბარი თავისთავად პირველ ადგილს იკავებდა თბილისში, თავისი განსხვავებული მიდგომით. სტუმრების რეცეპტორებზე მორგებული გემოებით შექმნილი კოქტეილები, 100 წლიანი დაძველების ფრანგული ექსკლუზიური ღვინოები და  უნიკალური ვისკის სპექტრი, თბილისში მხოლოდ ფლამინგოში მოიპოვებოდა, თუმცა, როგორც ხედავთ, ახლა ეს მხოლოდ უნიკალური ბარი აღარაა, ის უკვე ფლამინგო სუში ლაუნჯია, საავტორო სუშით.

M: როგორ ფიქრობ, რით არის ეს ადგილი გამორჩეული?

პირველ რიგში, ინტერიერი, რომელიც სრულიად განსხვავებული და ამაღელვებელია თავის ვიზუალით.   წითელი და მუქი ტონების გრადაცია, ხის გადაჭრილი პანელები, ხავერდის ორნამენტებირაც დამეთანხმებით ალბათ, სუში ლაუნჯისთვის ძალიან უცხოა. შემდეგ ჩვენი სერვისი, რომელიც ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა და ბოლოსრა თქმა უნდა, ფლამინგოს სამზარეულო, რომლის მსგავსი მართლაც არ არსებობს თბილისში და ზოგადად საქართველოში. ბოლოს და ბოლოს სად გინახავთ ფლამინგო შეფად?

M: რას სთავაზობს “ფლამინგო” მომხმარებლებს?

რას არ სთავაზობს? – ეს უფრო მართებული შეკითხვა იქნებოდა. მე მაქვს ცხოვრებაში ასეთი მიდგომა, თუ ხელს ვკიდებ რაიმე საქმეს, ის აუცილებლად მაღალი დონის იქნება, ისე, უბრალოდ, წარმოუდგენელია… ვინც ჯერ კიდევ არ მოსულა ფლამინგოში, დამიჯერეთ, წინ უდიდესი სიამოვნება ელოდება! ასეთი იაპონური სამზარეულოს დაგემოვნება, მხოლოდ ჩვენთან არის შესაძლებელი. ასეთში იგულისხმება ის უმაღლესი ხარისხის ზღვის პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, უდიდესი გამოცდილება, რომელიც მივიღე სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას.. ის უსაზღვრო სიყვარული იაპონური კულტურისადმი, რამაც ჩვენი გუნდი დააკომპლექტა და ის იდეალურად დაბალანსებული გემო, რომელსაც დებს ჩემი გუნდი – ეს რაღაც ჯადოქრობაა, რომელიც გვაერთიანებს ფლამინგო სუში ლაუნჯში.

რა თქმა უნდა, ფლამინგოს სტუმრებს საშუალება ეძლევათ, დააგემოვნონ იაპონური სამზარეულოს კლასიკური გემოები, თუმცა, ჩვენი მენიუს კრეატიული ნაწილი, აგებულია ინდივიდუალურად, ანუ საავტორო კერძებით, რომლებზეც, ჩვენგან წასული სტუმრები განუწყვეტლივ საუბრობენ სხვადასხვა სამეგობრო წრეებში.

M: შენი გამოცდილების შესახებაც მოგვიყევი, როგორ მოხვედი აქამდე?

რაც თავი მახსოვს, სულ ვმოგზაურობ, თითქმის მთელი მსოფლიო მოვლილი მაქვს. ბევრ კულტურას შევჯახებივარ, თუმცა ისეთი ღრმა და ამოუწურავი განცდა, რომელიც თან ახლდა იაპონურ კულტურას, არსად შემხვედრია. სწორედ აქედან იწყება ჩემი სიყვარული და ღრმა პატივისცემა იაპონური სამზარეულოს მიმართ. სუშის შექმნა –  ეს ხომ თავად ხელოვნებაა..

მომიწია უდიდეს, გამოცდილ შეფებთან მუშაობა, და იმ ჯადოქრობების შესწავლა, რაც თანაზიარია მზის სამშობლოში დაბადებული იაპონელთათვის. დანებთან ურთიერთობა და მათი ბასრი, სრიალა პირით თევზის დამუშავება – საერთოდ ცალკე სიამოვნებაა. სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას, შევამჩნიე, რომ კლასიკური გემოს გამოყენებით შემეძლო, შემექმნა ფიუჟენი, რაც ვფიქრობ, სავსებით გამომივიდა (თუ სიტყვაზე არ მენდობით, თავად შეამოწმეთ ფლამინგოში). დაგროვილმა ცოდნამ საშუალება მომცა, გამეკეთებინა საავტორო კერძები, რომელთა დაგემოვნება ახლა უკვე მხოლოდ ფლამინგოშია შესაძლებელი.

M: როგორია სუში ლაუნჯის გარემო?

მე ვიტყოდი, შთამბეჭდავი, ეპატაჟური და ინტიმური. ვერც კი გავიხსენებ, იმდენ ლოკაციაზე, ლაუნჯსა და ბარში ვარ ნამყოფი, თუმცა მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ბარს თუ გამოვარჩევდი, თავისი ინტერიერით, გარემოთი და რაც ყველაზე მთავარია გემოებით. რა თქმა უნდა, ფლამინგო სუში ლაუნჯი ერთ-ერთი მათაგანია!
პირველად სტუმრობისას, ვერ მიხვდები, სად შემოდგი ფეხი, ინტერიერი ერთგვარად მისტიკურიც არის
იგი შუალედს იჭერს ბუდა ბარსა და ლაუნჯს შორისლაუნჯის პანორამული ხედები ძველი თბილისის ისტორიულ ნაგებობებს გადაჰყურებს, შუაში მდგარ ბარში კი ალკოჰოლური სასმელების დიდ არჩევანს აღმოაჩენ, მაგიდის დაკავების შემდეგ კი, საერთოდაც ნირვანაში გადიხარ, ჩემ მიერ მომზადებული სუშების დაგემოვნების შემდეგ.

M: რა ელის მას, ვინც “ფლამინგოში” მოვა?

გარდა იმისა, რომ სტუმარს აქ განსაკუთრებული სუში და სასმელი დახვდება, შეეძლება, მოუსმინოს გემოვნებიან მუსიკას, იმღეროს კარაოკეზე, გახდეს საოცარი შოუების მომსწრე/მონაწილე. ეს ადგილი არის მათთვის, ვისაც უნდა, რომ საღამო რომანტიკულად გაატაროს, ვისთვისაც კომფორტი მნიშვნელოვანია, ვისაც განტვირთვა სურს, არ უნდა ზედმეტი ხმაური, უყვარს გემრიელად ჭამა და დალევა.. აქვე უნდა აღვნიშნო ის, რომ ფლამინგო საღამოს ოთხი საათიდან ღამის ოთხ საათამდეა ღია და მომხმარებელს აქვს იმის ფუფუნება, ღამის 4-ის ნახევარზეც კი შეუკვეთოს სუში ან უბრალოდ გამოიძახოს იქ, სადაც სურს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო გართობის ოთახი, რომელშიც დრო და დრო ეწყობა კორპორატიული წვეულებები, დაბადების დღეები და სხვა მსგავსი წვეულებები. ერთი სიტყვით, აქ ნამდვილად ტრიალებს გასართობი აურა.

M: რა ეტაპზეა ამჟამად “ფლამინგო”?

ფლამინგომ სულ ახლახან შეიცვალა მიმართულება და ჯერჯერობით მისი მენიუს გენერირებაში ვართ ჩართულები. ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლიდან გამოვიდეთ. მუდმივად ვტესტავთ მენიუს – რომელი კერძები ან სასმელები მოსწონთ, რომლები – არ მოსწონთ.. ამას ვახერხებთ არა მხოლოდ აქ მოსული საზოგადოების ფონზე, არამედ სოციალური ქსელებითაც..

[R]

Protected: აქ, ახლა – ტრადიციული ქართული ქსოვილის ახალი სიცოცხლე

ღვინო, დუდუკი, ბოტები – „ზუმერის“ კამპანია, ეპიზოდი #2