in

რა შემთხვევაში აღარ დაიბეგრება ბინის გამქირავებელი პირი?

ბინის გამქირავებელთა ნაწილი, შესაძლოა, აღარ დაიბეგროს. კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია. დოკუმენტის მიხედვით, პირი, რომელიც უძრავი ქონების იჯარით გაცემიდან, ანუ  გაქირავებიდან, შემოსავლის სახით, წელიწადში 30 000 ლარზე ნაკლებს მიიღებს, აღარ დაიბეგრება.

BOG
BOG

მოქმედი კანონმდებლობით, უძრავი ქონების საცხოვრებელი მიზნით გაქირავებისას, ბინის მეპატრონე,  ბიუჯეტში, 5%-ს იხდის.

კანონპროექტის განმარტებით ბარათის მიხედვით, ცვლილების მიზანია ქვეყანაში უძრავი ქონების გაქირავებასთან დაკავშირებით არსებული მაღალი ფასების დაწევა.

„ მოცემული ცვლილება და ინიციატივა ეხება მხოლოდ იმ პირებს, რომელთა წლიური ბრუნვა 30 000 ლარზე ნაკლებია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოცემული რიცხვი ყველაზე კონსერვატიული გათვლით, ყოველწლიურად, 10%-ით იზრდება. შესაბამისად, მაქსიმალური თანხა, რაც სახელმწიფო შემოსავლებს მოაკლდება 2019 წელს, 39.5 მლნ ლარი იქნება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

პროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, მისი ინიციატორი კი „ევროპული საქართველოა“. რაც შეეხება ვადებს, დადგენილი რეგლამენტის მიხედვით, კანონპროექტი, ჯერ ბიუროს სხდომაზე უნდა დარეგისტრირდეს, შემდეგ კი დარგობრივ კომიტეტებში (მაქსიმალური ვადა 2 თვე) განიხილონ. ამ პროცედურების გავლისთანავე, საკითხი, პარლამენტის სხდომაზე, კენჭისყრაზე გავა.

„Alhambra“ – სამკაულებში გაცოცხლებული მინანქრის ტრადიცია

რომელია სანტას საყვარელი ნამცხვარი? – პატარა ბიჭის საგამოძიებო კამპანია