9
Jul
2019

Flatfy – ინფორმაცია ყველა მშენებარე ბინის შესახებ ერთ საიტზე!

9 Jul 2019

ცნობილია, რომ საკმაოდ რთულია ახალი საცხოვრებელი ადგილის პოვნა, მაგრამ Flatfy – ის კატალოგი გადაწყვიტავს ამ პრობლემას.

დღევანდელი დღის მდგომარეობით პლატფორმა წარმოდგენილია 30 ქვეყანაში საქართველოს ჩათვლით და ყოველდღიურად აწვდის მომხმარებლებს ზუსტ მონაცემებს 30 მლნ-ზე მეტ საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ.

ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე საქართველოში სამშენებლო ბუმია. ვითარდება როგორც ცენტრალური, ასევე გარეუბნები. მშენებლები ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებლებს, საცხოვრებელი ფართების, სხვადასხვა ვარიანტებს სთავაზობენ.

თუმცა,  როგორც ნებისმიერ მზარდ ბაზარზე, გარკვეულ შეფერხებებს აქვს ადგილი – მშენებლობის გაყინვა იწვევს მომხმარებლების პოვნის გართულებასა და ფართების დაბალ გაყიდვადობას.

2018 წლის ზაფხულში Flatfy-იმ დაიწყო ქართულ ბაზარზე არსებული მშენებარე ობიექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვება. შედეგად, მივიღეთ გამარტივებული, სწრაფი და სანდო საცხოვრებელი ფართების შერჩევის პროცესი. მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა თავად შეაფასონ ბაზრის მდგომარეობა, შეიტყონ საუკეთესო პირობების შესახებ, სერვისის გუნდისგან მიიღონ დამატებითი სათანადო იურიდიული მხარდაჭერა სრულიად უფასოდ.

მნიშვნელოვანი შენაძენის დროს მთავარია ზუსტი და ამოუწურავი ინფორმაცია მიიღოთ არამხოლოდ არსებული საცხოვრებელი პროექტების შესახებ, არამედ მშენებლობის პროცესისა და სხვა პირობების შესახებ სწრაფი, შეუფერხებელი შესახლებისთვის.

სერვისი მოიცავს ქვეყნის ყველა ქალაქს, სადაც შესაძლებელია ბინის შეძენა:

დღეს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია დაწვრილებითი ინფორმაცია 239 მშენებლისგან და 342 საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ. პლატფორმაზე განთავსებულ ყველა ობიექტის აქვს თავისი გვერდი, სადაც განთავსებულია დეტალური ინფორმაცია, მოწოდებული  სერვისის ექსპერტების მიერ. სერვისთან წვდომა სრულიად უფასოა.

Flatfy-ის გუნდი თვლის, რომ ფასიანი საძიებო სისტემები ვერ აძლევენ მომხმარებლებს სრულ ინფორმაციას, მშენებლებს უმეტესად არ სურთ განაცხადების განთავსებისთვის გამოყონ დამატებითი ხარჯი, რომლებსაც მომხმარებელმა შეიძლება ვერც მიაგნოს.

Flatfy-ის კატალოგი მომხმარებლებისთვის უფასოა, ხოლო სერვისის თანამშრობლები  კვირაში რამდენჯერმე ამოწმებენ და ანახლებენ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. ამგვარად მყიდველს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იღებს სწორ და ნამდვილ მონაცემებს გეგმარებების, ბინების რაოდენობის, კვადრატული მეტრის ღირებულებისა და მშენებლობის სტატუსის შესახებ ყველა საკანონმდებლო ნორმების დაცვით.

Flatfy – სანდო პარტნიორია ყველასთვის, ვინც ოპერირებს ქართული უძრავი ქონების ბაზარზე. მყიდველებს აქვთ შესაძლებლობა კომფორტულად შეარჩიონ მათთვის სასურველი ფართი, ხოლო მშენებლებს შეუძლიათ მაქსიმალურად ხარისხიანად წარადგინონ თავიანთი ობიექტი. წარმოქმილი ყიდვისა და გაფორმების დროს კითხვებთან დაკავშრებით მომხმარებლებს აქვთ კვალიფიცირებული იურისტების მხარდაჭერა.

Flatfy – როცა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი გამჭირვალე და გასაგებია!

[R]

განხილვა