in

ნახეთ: პოპკორნის მსგავსი მწერი

მწერები ცოცხალი ორგანიზმების ყველაზე მრავალფეროვანი ჯგუფს წარმოადგენს. მათი მომხიბლავი და მრავალფეროვანი სამყაროს შესწავლა არაერთი ადამიანის გატაცებად და პროფესიად იქცა. ფიზიკოსმა, ბიოლოგმა და ფოტოგრაფმა ანდრეას ქეიმ თავისი ცხოვრება სწორედ მწერებს მიუძღვნა.

ანდრეას ქეი 2011 წლიდან 2019 წლამდე ეკვადორში იმყოფებოდა, სადაც ტერიტორიის ეპიკური ბიომრავალფეროვნება შეისწავლა. მრავალ აღმოჩენას შორის განსაკუთრებით გამორჩეულია მცენარეული ბუჩქის ნიმფა, რომელიც ღრუბლის ნაგლეჯს ან პოპკორნს მოგვაგონებს. 

ქეის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, როგორ მოძრაობს პაწაწინა მწერი მის თითზე. ბუჩქის ნიმფას უჩვეულო გარეგნობას ცვილისებრი თეთრი ძაფები განაპირობებს, რომელიც მას დასაცავად აქვს.

უარყოფა

3 მიზეზი, რატომ არის უარყოფა მეწარმეების საუკეთესო მეგობარი?

ნახეთ: მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზი