in

FLEX Rover მთვარის ზედაპირზე გადაადგილებაში დაგვეხმარება

FLEX Rover რევოლუციური მოწყობილობაა, რომელიც მთვარეზე სიარულს, ნიმუშების აღებასა და ზოგადად, მის გამოკვლევას შეძლებს. ფიქრობენ, რომ იგი კოსმოსურ კვლევებსა და სხვა პლანეტებზე დასახლებაშიც კი დაგვეხმარება… 

„როცა სადმე დავსახლდებით, მარტო ადამიანების ერთი ადგილიდან მეორეზე გადაყვანა არ დაგვჭირდება. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება გახდება საჭირო, მაგალითად, ტვირთვის გადატანა, ადამიანის სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი დანადგარების მიწოდება თუ სხვა. ხოლო რაც უფრო დიდხანს გადაწყვეტს ადამიანი მთვარეზე ცხოვრებას, მით მეტი ფუნქციონალის დამატება გახდება აუცილებელი“, — ამბობს კრის ჰედფილდი, ყოფილი ასტრონავტი.

სწორედ ამიტომ, FLEX Rover მრავალფუნქციურია, ხოლო მთვარეზე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მას დაეხმარება, მოქნილობაა. მისი მეშვეობით, მოძრაობას, ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლას და ნივთების გადაადგილებასაც კი შეძლებთ. მას დამოუკიდებლად მასალების შეგროვება და ტრანსპორტირებაც შეუძლია, რაც მკვლევრებისთვის ნამდვილად სასარგებლო იქნება.

მთვარის მიღმა

FLEX Rover თქვენთვის გამოსადეგი არა მხოლოდ მთვარეზე, არამედ სხვა პლანეტებზეც, მათ შორის მარსზეც, იქნება. იგი წითელ პლანეტაზე ადამიანების გამგზავრებაშიც კი შეიძლება დაგვეხმაროს, თანაც უფრო ნაკლები დანახარჯით.

საინტერესოა ისიც, რომ 1997 წლიდან ნასამ მარსისთვის 5 სხვადასხვა მოწყობილობა განსხვავებული მიზნებით შექმნა. ზოგი იმისთვის, რომ დაედგინათ, რა იყო საჭირო მარსზე სიცოცხლისთვის, ზოგი ნიმუშის ასაღებად, ზოგიც კი წყლის საპოვნელად…

სხვადასხვა მოწყობილობის ნაცვლად კი ახლა FLEX Rover-ში ამ ინსტრუმენტების ცალკეულ მოდულებად დაყენება შეგვიძლია, რაც კვლევის პროცესს მეტად გაამარტივებს.

კრებსითი სახით გადმოცემული ომის ბავშვების ტრაგედია — ფრაგმენტი ლევან სონღულაშვილის ტილოდან

ზაჰა ჰადიდის ვირტუალური ქალაქი მეტავერსში