in

„ოვერდრაფტი“ FlexFund – სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა

„პროკრედიტ ბანკი“, მომხმარებელს, სახელფასო ოვერდრაფტს “FlexFund” სთავაზობს, რომლით სარგებლობაც წლიურ 14%-შია შესაძლებელი.

თუ, თქვენი ყოველთვიური ხელფასი 1500 ლარი და მეტია, „პროკრედიტ ბანკში“, შეგიძლიათ, ისარგებლოთ სახელფასო „ოვერდრაფტი“ FlexFund-ით, წლიურ 14%-ში, ეფექტური – 14,93%. ხელფასის, მაქსიმუმ, ორმაგი ოდენობის თანხის ათვისებით, დაიფინანსებთ მოკლევადიან და მათ შორის, მოულოდნელად წარმოშობილ საჭიროებებს“. 

როგორც კომპანიაში ამბობენ, FlexFund მიმზიდველი პირობებით გამოირჩევა:

  • დამტკიცების სწრაფი პროცესი
  • თანხის განაღდების საკომისიო 0%
  • პროცენტის დარიცხვა მხოლოდ ათვისებულ თანხაზე
  • ათვისებული თანხის დაფარვა ავტომატურად, ხელფასის ჩარიცხვისას

„ოვერდრაფტი“ მოკლევადიანი სესხია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, სწრაფი და მარტივი პროცედურის გავლით, მიიღოთ დამატებითი ფულადი რესურსი მიმდინარე ანგარიშზე.

ხშირად, „ოვერდრაფტს“ საკრედიტო ბარათთან აიგივებენ. ორივე სასესხო პროდუქტია და გეხმარებათ დახარჯოთ მეტი, ვიდრე ანგარიშზე გაქვთ. თუმცა, იმ განსხვავებით, რომ „ოვერდრაფტი“ პირდაპირ თქვენს ხელფასზეა მიბმული და მისი გამოყენება ნაკლებ პროცედურასთან არის დაკავშირებული. საპროცენტო გადასახადი, რომელიც ათვისებულ თანხაზე ანგარიშდება, ხელფასის ყოველი ჩარიცხვისას იფარება. „ოვერდრაფტის“ გამოყენებით, თქვენ კვლავ არსებული სახელფასო ბარათით ახორციელებთ სასურველ შესყიდვებს და ორი ბარათის ქონის საჭიროება არ გაქვთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ბარათისგან განსხვავებით, ბანკომატიდან „ოვერდრაფტის“ თანხას უპროცენტოდ ანაღდებთ, დარიცხული პროცენტი კი, საკრედიტო ბარათთან შედარებით, გაცილებით დაბალია“.

აირჩიეთ ფინანსურად ყველაზე მოგებიანი სერვისი თქვენთვის, შეავსეთ განაცხადი და ბანკის წარმომადგენელი თავად დაგიკავშირდებათ!

 

[პარტნიორის კონტენტი]

მეცნიერბმა შეიმუშავეს ჭკვიანი სამოსი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას მონიტორინგს გაუწევს

Digitalvoice.ge – პლატფორმა, რომელიც ხმების შერჩევასა და აუდიორგოლის შექმნას ამარტივებს