in

Google-ის ახალი მოდელი – “მოქნილი სამუშაო კვირა”

veon
veon

კვირა ღამით Google-ის თანამშრომლებმა მიიღეს მეილი, რომლის თანახმადაც ისინი სამუშაო სივრცეს არ დაუბრუნებიან 2021 წლის სექტემბრამდე.

ასევე, აღმასრულებელი დირექტორის სანდარ პიჩაის განცხადებით, ტექნიკური გიგანტი „მოქნილი სამუშაო კვირის“ ექსპერიმენტის ჩატერბას გეგმავს, რაც გულისხმობს, სამუშაო კვირაში 2 დღით სახლიდან მუშაობას.

“ჩვენ ვამოწმებთ ჰიპოთეზას, რომ მოქნილი სამუშაო მოდელი უფრო მეტ პროდუქტიულობას, თანამშრომლობას და კეთილდღეობას გამოიწვევს” – თქვა პიჩაიმ. მას აქამდეც არაერთხელ უხსენებია ჰიბრიდული მოდელი და მოქნილი სამუშაო გარემო.

მსგავსი მასშტაბის არც ერთ კომპანიას არ უცდია აქამდე ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკის შექმნა, რაც თავისთავად გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული – გაამართლებს თუ არა ეს ექსპერიმენტი?

Google-თან ერთად უკვე Microsoft-იც განიხილავს ჰიბრიდული მოდელის დანერგვას. კომპანიამ დასაქმებულებს განუცხადა, რომ უფრო მეტ დროს დაუთმობენ სახლიდან მუშაობას და იმ შემთხვევაში, თუ მენეჯერი თანახმა იქნება, თანამშრომელი მუდმივად სახლიდან იმუშავებს.

“aachoo!!” – Banksy-ს ახალი ნამუშევარი – ქალი, რომელიც აცემინებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფოტოკონკურსი “KIU Photo Contest” იწყება!