in

“ტექნიკურადაც და გამოცდილებითაც მზად ვართ, გავუმკლავდეთ მსხვილ შეკვეთებს” – სარეკლამო კომპანია Flexmedia

მარიამ ყაზარაშვილი

ქართული სარეკლამო ბაზარი, ბოლო წლებში, მნიშვნელოვან წინსვლას განიცდის. კონკურენციის ზრდასთან ერთად, იხვეწება სერვისი, ტექნოლოგიური უზრუნველყოფა და შეთავაზებული პროდუქციის ასორტიმენტი. სარეკლამო კომპანია Flexmedia უკვე შვიდი წელია, რაც საქართველოს ბაზარზეა. თავდაპირველად, ყველაფერი ორმა მეგობარმა დაიწყო, ეტაპობრივად და თანმიმდევრულად განავითარა, დღეს კი, როგორც თავად ამბობენ, მსხვილ დამკვეთებსაც მარტივად უმკლავდებიან:

“ბევრი თავდაუზოგავი შრომით, მიზანდასახულობით, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედით აქამდე. ნელნელა ვვითარდებოდით და ვფართოვდებოდით, როგორც მატერიალურად და ტექნოლოგიურად, ისე გამოცდილებით. ამ წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი რამ გამოვიარეთ და შევისწავლეთ. 7 წლის უკან, ვიყავით ორი და დღეს უკვე მივაღწიეთ იმას, რომ ვართ 40 ადამიანისგან შემდგარი ერთი დიდი გუნდი,” – გვიამბო კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, მარიამ ყაზარაშვილმა.

M: 7 წელი ბაზარზე ბევრი ბიზნესისთვის დიდი გამოწვევაა. როგორ ფიქრობთ, რა დაგეხმარათ კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაში?

სწორი ბიზნეს პროცესი, შრომა და ხარისხი. გვყავს ძალიან პასუხისმგებლიანი გუნდი, გამოცდილი სერთიფიცირებული თანამშრომლები.

M: გვიამბეთ, რა ტიპის პროდუქტს ქმნის Flexmedia?

მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ სარეკლამო მომსახურებას. UV-ბეჭდვა, ფართოფორმატიანი ბეჭდვა, ღონისძიებებისთვის დეკორაციების შექმნა. ტექნიკური ჯგუფის მომსახურება. დიზაინერის მომსახურება, პოლიგრაფიული ბეჭდვა, პრომო ატრიბუტიკის შექმნა და ბრენდირება, მაგ: კალამი, ბლოკნოტი, მაისური, კეპი  და სხვა მრავალი.

M: რით გამოირჩევით ბაზარზე?

გამოცდილებითა და MIMAKI-თ. ასევე, ბაზარზე გამოვირჩევით მაღალი ხარისხით, სწრაფი მომსახურებით. ასევე გვყავს ჩევნი ტექნიკური ჯგუფი, რომელიც  უზრუნველყოფს მონტაჟს, დემონტაჟს, დეკორაციების აწყობა-გადაადგილებას, დაშლას… გვაქვს ჩვენი საწარმო და წლების გამოცდილებამ მოგვცა ის, რომ მრავალ პროფილზე ვიმუშაოთ. სრულ სამუშაო განაკვეთზე გვყავს 40 ადამიანი.

M: გვიამბეთ ისეთ სერვისებზე, რაც ახალია ქართული ბაზრისთვის… 

UV ბეჭდვა. ჩვენს UV-MIMAKI-ს შეუძლია რელიეფურად ბეჭდვა და თეთრი საღებავით. ეს არის დანადგარი რომელიც ბეჭდავს ნებისმიერ მყარ ზედაპირზე (შუშაზე, ლამინატზე, სამზარეულოს კარზე, მაგიდაზე და სხვა ნებისმიერ ბრტყელ ზედაპირზე). შარშან, 2018 წელს, გავხდით პროექტის “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარები. შევიძინეთ UV JFX 500 MIMAKI, რომელიც იყო რამდენიმე თვის მოდელი. ამ ტიპის ბეჭდვაში ბადალი არ ჰყავს, ანუ ისეთ დროში და ისეთ ხარისხში ბეჭდავს, როგორც იაპონურ ტექნოლოგიას შეეფერება. ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებს, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ბევრი ეკო პროდუქტი შევქმნათ.

UV დანადგარმა საშუალება მოგვცა, ბევრად გაგვეუმჯობესებინა მომსახურების ხარისხი, როგორც დროში, ისე პროდუქტის ხარისხში. შეგვიძლია ვბეჭდოთ 0.01 მილიმეტრის სიზუსტით. ბეჭდვის არეალი არის 2.10/3.10 მეტრი. ასევე, შეგვიძლია მომხმარებელს მივცეთ გარანტია, რომ UV ნაბეჭდი არ გახუნდება, მინიმუმ 5 წლის განმავლობაში. მაშინ, როცა მაგალითად, რამდენიმე წლის უკან “პევეხაზე” ხელით ვაკრავდით სტიკერს, UV-მ ეს შეცვალა დროით და ხარისხით და ახლა უკვე პირდაპირ ზედაპირზე ვბეჭდავთ.

M: ვის მოიაზრებთ სამიზნე სეგმენტად?

ვთვლით, რომ შეგვიძლია და მზად ვართ, როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასევე გამოცდილებით გავუმკლავდეთ ყველა ,,მსხვილ’’ კომპანიას.

M: პროდუქტების წარმოების გარდა, რა სერვისები გაქვთ, რითაც თქვენთან თანამშრომლობა კომფორტულია დამკვეთებისთვის?

ჩვენ ვთავაზობთ კომპანიებს სრულ  ხარისხიან და მასზედ მორგებულ მომსახურებას. მომხმარებელს ვთავაზობთ კომფორტულ მომსახურებას. თითქმის ყოველთვის ვაკმაყოფილებთ მომხმარებლის მოთხოვნებს და არ ვზოგავთ დროს და ენერგიას, რომ მუდამ კმაყოფილები დავტოვოთ ჩვენი მომხმარებლები. ჩვენი დახმარებით, ჩვენს დამკვეთებს შეუძლიათ ერთ სივრცეში გააკეთონ ყველაფერი, რაც მათ კომპანიას, ბიზნესსა თუ ღონისძიებას სჭირდება.

M: ახლა რა ეტაპზე ხართ და რა სიახლეებს ველოდოთ სამომავლოდ?

ახლა ვთვლით, რომ ვართ ერთ-ერთი წარმატებული და სწრაფად განვითარებადი სარეკლამო კომპანია, რომელსაც გააჩნია საკუთარი საწარმო, დანადგარები და თანამშრომლები.

სამომავლოდ, ვგეგმავთ ავაშენოთ საკუთარი საწარმო და ვაწარმოოთ ბევრი ქართული პროდუქტი, რომელსაც ჩვენ თვითონ შევქმნით ჩვენს ქვეყანაში და გავიტანთ საზღვრებს გარეთ.

 

[R]

გარემოსდაცვითი კამპანია #შეამცირეპლასტმასა იწყება

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 6 დეკემბერს გაიმართება