6
Nov
2018

პირველი დასაკეცი სმარტფონი – UPDATE

6 Nov 2018

veon
veon


კალიფორნიაში დაფუძნებულმა კომპანიამ Royole Corporation, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, პრეზენტაციაზე წარადგინა ახალი, FlexPai გაჯეტი. ტელეფონი ტაბლეტის ზომისაა, თუმცა, შეუძლია, პატარა წიგნაკის ფორმა მიიღოს.

მოწყობილობა 7.8 ინჩიანია (19.8სმ), როცა გაშლილია. დაკეცვის შემთხვევაში კი, სამ სხვადასხვა ეკრანად იყოფა.

2018 წლის დეკემბრიდან, ტელეფონი ხელმისაწვდომი იქნება ჩინეთში. ტელეფონის ფასი, მისი მეხსიერების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული და შესაბამისად, US$1,290-დან US$1,863-მდე ეღირება. რაც შეეხება მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს, კომპანია ახალი გაჯეტის სხვადასხვა ვარიაციას შესთავაზებს მას.

განხილვა