in

გამოფენა, რომელსაც ყოველ ღამით ვხედავთ ქალაქში – Flit Pro-ს ვიდეორგოლი

BOG
BOG

საღამოს, როცა მოციმციმე შუქები იწყებს ნათებას, ღამის ქალაქი სულ სხვანაირი სახით წარმოგვიდგება თვალწინ – განათებული ბილბორდები, ერთიმეორისგან განსხვავებული ლოგოტიპები, აბრები, ინსტალაციები… სარეკლამო კომპანია Flit-ს, 15-წლიანი გამოცდილების მანძილზე, ასეთი 1000-ზე მეტი პროექტი დაუგროვდა. თითქოს, ეს ნამუშევრები ქალაქში მიმოფანტული დიდი გალერეის ნაწილია, რომლის სრულყოფილად ნახვაც მხოლოდ ღამითაა შესაძლებელი.

სერგო კულიჯანოვი, Flit Pro-ს დამფუძნებელი: „საქმიანობა 15 წლის წინ დავიწყეთ. Flit Pro-ს როდესაც ვქმნიდით, ძალიან ცოტა რესურსი გვქონდა და ერთი დანადგარი. დღეს, ათასზე მეტი პროექტია ჩვენს ანგარიშზე. მათ შორის, ძალიან ბევრია დიდი ბრენდების პროექტები, რითაც ძალიან ვამაყობთ. სწორედ ასე მოხვდა უამრავი სხვადასხვა ბრენდი ერთ ვიდეორგოლში. მოხარულები ვართ, წარმოვადგინოთ ბრენდები, რომლებიც გვენდობოდნენ და
თანამშრომლობდნენ ჩვენთან, ამით კი ხელს უწყობდნენ ადგილობრივი სარეკლამო სფეროს განვითარებას. ერთი მხრივ, ესაა ერთგვარი გამოფენა ურბანულ სივრცეში, რომელიც ჩვენი ნამუშევრების ნახვის საშუალებას იძლევა. მეორე მხრივ, ამ დროის მანძილზე შევქმენით დიდი ფოტოკოლაჟიც, რაც გალერეის სახით განვათავსეთ ჩვენს საკომუნიკაციო პლატფორმაზე http://flitpro.ge/.  ამ დრომდე, ფართო საზოგადოება ნაკლებად გვიცნობდა, თუმცა ბევრი თქვენგანისთვის ნაცნობია ჩვენი ნამუშევარი. ამიტომ, გადავწყვიტეთ უფრო ახლოდან გაგცნობოდით და ესაა პირველი ვიდეორგოლი, რომლითაც გადავწყვიტეთ ბაზარზე ჩვენი კომპანიის წარდგენა.

ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის სტანდარტი. როდესაც საერთაშორისო კომპანია შემოდის ადგილობრივ ბაზარზე, მას აქვს კონკრეტული სტანდარტი, გაიდლაინი, ბრენდბუქი, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას სარეკლამო კონსტრუქცია. ქართული ბაზრის პირობებში, რომელიც საკმაოდ პატარაა, გიწევს გაუწიო კონკურენცია უცხოურ დიდ კომპანიებს მეზობელი ქვეყნებიდან. ამიტომ, რეგულარულად ვსტუმრობთ საერთაშორისო გამოფენებს, ვიღებთ ტრენდებს, ტექნოლოგიებს, რასაც შემდეგ ჩვენს პროექტში ვიყენებთ. უზარმაზარ ძალისხმევას ვდებთ, რომ კონკურენტუნარიანები და მოქნილები ვიყოთ. ეს გვეხმარება, მუდმივად გვქონდეს ბაზრისთვის შესათავაზებელი რაღაც ახალი. ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ სტანდარტებისა და პარამეტრების დაცვას, რაც საერთაშორისო დონის ნამუშევრის შექმნაში გვეხმარება.

იდეის ვიზუალიზაციაზე ვიმუშავეთ Robi-სთან და მის გუნდთან ერთად,
მუსიკა თორნიკე ჩოხელისაა, ნარატორი კი არის Moku T,
კონსულტანტი – ნატუკა ნაცვლიშვილი“

11 მითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ

CENN დედამიწის დღისადმი მიძღვნილ მსოფლიო კამპანიას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეუერთდა