in

უკრაინელი ანიმატორები მშვიდობისთვის ბრძოლას მუსიკალური ვიდეოთი გადმოგვცემენ

მშვიდობისთვის ბრძოლა მრავალ თაობას მოუწია… Flogging Molly-ის A Song Of Liberty-ს მუსიკალური ვიდეოც ამას ეხმიანება. მას მაყურებელი მიჰყავს 1916 წლის ირლანდიის აღდგომის აღმავლობამდე, ორ მსოფლიო ომთან ერთად. შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ ამას დოკუმენტური ჟანრი უფრო მოუხდებოდა, მაგრამ იგი ანიმაციურია, რის შექმნაზეც უკრაინელმა ხელოვანებმა იზრუნეს. მსგავსად კი, აუდიტორია რუსეთ-უკრაინის ამჟამინდელ კონფლიქტშიც მეტად ჩაახედეს.

BOG
BOG

ოლია და ვირა იშჩუკები, ტყუპები, რომლებიც უკრაინულ ანიმაციურ დუეტს Mad Twins-ს წარმოადგენენ, ირლანდიურ-ამერიკული კელტური პანკ ჯგუფის დაკვეთით, უსამართლობასა და დევნასთან კაცობრიობის ბოლო ასი წლის ბრძოლას ასახავდნენ. პროექტზე მუშაობის სამი თვის განმავლობაში, ანიმატორები საჰაერო განგაშისა და ქვეყნის დაბომბვის მომსწრენიც კი გახდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო აღდგომის აღმავლობის ისტორიას ეხება, ის იზიარებს იმ ერების საყოველთაო გზავნილს, რომლებიც თავიანთი დამოუკიდებლობისა და იდენტობისთვის იბრძოდნენ. ისინი იდეალისტები არიან, რომლებიც იბრძოლებენ და დაიღუპებიან თავიანთ იდეების გამო. ჩვენ ეს ამბავი იმ რეალობას დავუკავშირეთ, რომელიც დღეს უკრაინაშია. თაობებმა, რომლებმაც ორი მსოფლიო ომი გამოიარეს, თავისი სისხლით გადაიხადეს მშვიდობისთვის. თანამედროვე თაობები კი გაიზარდა სამყაროში, სადაც ყველაფერს მარტივად იღებდნენ, — აცხადებენ ტყუპები.

სიმართლე ისაა, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა უსასრულოდ მიმდინარეობდა, მუსიკალური ვიდეოც ამის ილუსტრაციაა ჯარისკაცების ჩვენებით, რომლებიც გადარჩნენ, რათა ჰყოლოდათ ოჯახები და შვილები. თანაც, მათ შვილების ამბავიც გაზრდისა და ჯარისკაცად გახდომის ციკლითაა წარმოდგენილი… 

„ეს არის თავისუფლების სიმღერა, რომელიც მე დავწერე, რათა ირლანდიის ისტორიაში არსებული ბნელი პერიოდის შესახებ მომეყოლა, მაგრამ მოულოდნელად უსამართლობა და მასთან ბრძოლა ისევ აქტუალური გახდა. ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა, რომლებსაც თავისუფლება წაართვეს, შექმნეს ისეთი რამ, რაც ყველას დააიმედებს, — ამბობს დეივ კინგი, Flogging Molly-იდან. 

საინტერესოა ისიც, რომ ვიდეოს ბოლოს შემოწირულობის გაკეთებისკენ მოგვიწოდებენ, კონკრეტულად კი სამი უდიდესი ჰუმანიტარული საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის, რომლებიც უკრაინელებს ეხმარებიან — Come Back Alive, Razom for Ukraine და the Prytula Foundation. ამასთან, ღილაკი DONATE Youtube-ზე განთავსებულ ანიმაციასაც ახლავს თან. 

თიბისის ბიზნესდაჯილდოება დაიწყო! – ღონისძიება ოფიციალურად გაიხსნა და აპლიკანტებს ელოდება

აღმოაჩინე საშემოდგომო მოგზაურობა, Travel Box-თან ერთად!