Disney-ს თვითმმართველობის საკითხი საფრთხის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც ფლორიდამ კერძო მთავრობის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე კი Walt Disney World-ს უფლება ჰქონდა მის საკუთრებაში ხუთ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ემუშავა.
შესაძლოა, ამ ნაბიჯს უზარმაზარი საგადასახადო გავლენა ჰქონდეს Disney-ზე, რომლის თემატურმა პარკებმა ორლანდო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილად გადააქცია. ამასთან ერთად, ეს რესპუბლიკელ მთავრობასთან ურთიერთობას გააფუჭებს.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ Disney მხარს არ უჭერდა შტატში მიღებულ ახალ კანონპროექტს, რომელიც ბაღებში გარკვეულ ასაკამდე სექსუალურ იდენტობასა და გენდერულ საკითხებზე საუბარს კრძალავს. ამის გამო მას ადგილობრივი ხელისუფლება დაუპირისპირდა. მმართველმა რონ დესანტისმა პირადად მიიღო მისი ანტი-LGBTQ კანონპროექტების მიმართ არსებული წინააღმდეგობა და გადაწყვიტა გააუქმოს მთავრობა, რომელიც თემატური პარკების საკითხს არეგულირებს. შტატის რესპუბლიკელებმა მხარი დაუჭირეს სპეციალური საგადასახადო სისტემის გაუქმებას, რომელიც 1967 წლიდან მოქმედებდა. აქამდე კი Disney 25 000 ჰექტარის თვითმმართველი იყო.
„თუ Disney-ს ჩხუბის წამოწყება სურს, მაშინ არასწორი ბიჭი აირჩიეს,“ — აცხადებს დესანტისი.
როგორც ამბობენ, ეს ქონების გადასახადის დიდ ზრდას გამოიწვევს, რადგან Disney არის ყველაზე დიდი გადასახადის გადამხდელი შტატის ცენტრალურ ნაწილში. კომპანიამ 2015-2020 წლებში 280 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა.
„ეს არ არის მხოლოდ საგადასახადო საკითხი ამ ორი ქვეყნისთვის, ეს გავლენას ახდენს ყველა გადასახადის გადამხდელზე ფლორიდის შტატში,“ — ამბობს გარი ფერმერი, სახელმწიფო სენატის უმცირესობის ლიდერი.