ალბათ გქონიათ მომენტები, როდესაც ისეთი ჩართულები იყავით რაიმე აქტივობაში, რომ დროის გასვლა საერთოდ ვერ იგრძენით ან მომენტი, როდესაც თქვენს წინაშე რთული ამოცანა იყო, თუმცა მისი შესრულებისას ყველაფერი მარტივად მოგეჩვენათ და სასურველ შედეგს ადვილად მიაღწიეთ. სამუშაო პროცესით მიღებული კმაყოფილება, დროის შეცვლილი აღქმა, სამუშაოს შესრულების ეფექტურობა – ეს ის განზომილებებია, რომლებიც Flow-ს ფენომენს ახასიათებს. შორეულ აღმოსავლეთში მიიჩნევენ, რომ პროცესზე მაქსიმალური კონცენტრაციის გზით მოწინააღმდეგეზე გამარჯვება გარდაუვალია. ამ ჯადოსნური ფორმულის საიდუმლო ის არის, რომ თუკი შედეგზე, ამ შემთხვევაში გამარჯვებაზე ფიქრზე მოვახდენთ კონცენტრაციას, პროცესი უყურადღებოდ დარჩება, ეს უკანასკნელი კი სწორედ ის არის რაც გამარჯვებას განაპირობებს. პროცესში ჩადებულია ჩვენი ქმედებები, რომლებიც მაღალი ფოკუსის შემთხვევაში ხარისხიანად სრულდება, რადგან ამ დროს ყველა ჩვენი რესურსის ქმედებაზე ორიენტირება ხდება.
თუ საბრძოლო ხელოვნებაში იყენებენ რატომ არ შეიძლება ეს მიდგომა ბიზნესში იყოს ეფექტური?
არის თუ არა ბიზნესი პროცესი, რომელზე კონცენტრირებით და ყურადღების მაქსიმალური ფოკუსით კარგი შედეგების მიღწევა შეგვიძლია?
მეცნიერების აზრით, რაც უფრო მეტჯერ გვხდება თანამშრომელთა სამუშაო პროცესში Flow-ს მდგომარეობა მით უფრო ეფექტურია შესრულებული სამუშაო და მით უფრო კმაყოფილია შემსრულებელიც და ბიზნესშიც, ისევე როგორც საბრძოლო ხელოვნებაში, „გამარჯვება“ – სასურველი შედეგის მიღება გარდაუვალი ხდება.
ზუსტად ამიტომ, ბოლო წლებში არსებული ემოციური „გადაწვისა“ და გაზრდილი შრომითი უკმაყოფილების ფონზე, Flow-ს თეორია ბიზნეს ეფექტურობის ერთ-ერთი ყველაზე სწორი გასაღები გახდა.
თეორია შეიქმნა ფსიქოლოგის მიჰაი ჩიკსენთმიჰაის მიერ, რომელმაც ეს ფენომენი მრავალ კულტურაში სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებში იკვლია. აღმოჩნდა, რომ მაღალი ჩართულობა და კონცენტრაცია, რომელიც Flow-ს მდგომარეობას ახასიათებს, წარმატებისა და ეფექტურობის განმსაზღვრელია და რაც უფრო მეტ ხანს ვართ ამ მდგომარეობაში მით უფრო ხარისხიანია ჩვენს მიერ შესრულებული საქმე, გამომდინარე იქიდან, რომ ფოკუსი ძლიერია, გარე გამღიზიანებლების მიმართ ინდიფერენტულები ვხდებით, ამ დროს ყველა რესურსის მობილიზაცია ხდება. Flow-ს ხშირად აღწერენ, როგორც კმაყოფილებისა და ბედნიერების სპონტანურ ტალღებს. ამავე კონცეპტში გაერთიანებულია ისეთი კომპონენტები, როგორებიცაა გამოწვევის შესაბამისი უნარები, შინაგანი მოტივაცია, სპეციფიური მიზანი და სხვა.
რა არის „Flow“-ს თეორიაზე დაყრდნობილი ბიზნეს ლიდერობა და როგორ მუშაობს ის?
Flow, Leadership & FLIGBY-ის ერთ-ერთი ავტორი და Flow-ს შემქმნელის პარტნიორი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი ზოლტან ბუზადი Flow -ს შესახებ ამბობს:
„ ადამიანები ეძებენ ისეთ სამუშაო გარემოს სადაც შეძლებენ Flow-ს განცდას. ლიდერული უნარები, რომლებიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს ამ მდგომარეობის შექმნა გუნდში , მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა: სტრატეგიულ აზროვნება, თანამშრომელთა პიროვნული ძლიერი მხარეების ჩართვა, უნარების დაბალანსება, გამოწვევების დონის განსაზღვრა და უკუკავშირის მიცემა.“
„რის მიღწევას შეძლებდა ჩემი ბიზნესი (ან ორგანიზაცია), თუკი ჩემი თანამშრომლები ყოველი დღის ერთ მონაკვეთში მაინც იქნებოდნენ Flow-ს მდგომარეობაში?„
ეს კითხვა მრავალმა ორგანიზაციამ დასვა, ამიტომაც შეიქმნა Flow-ს კომპიუტერული თამაში მენეჯერებისთვის, რომელიც ცნობილია FLIGBY-ის სახელით (Flow Is Good for Business & You). თამაშის მთავარი გმირი გენერალური მენეჯერია, რომელსაც 150 გადაწყვეტილების მიღება უწევს. წარმატებული მენეჯმენტისთვის ის უნდა დაეხმაროს თითოეულ თანამშრომელს Flow-ს მდგომარეობის შექმნაში.
თამაშის ბოლოს მოთამაშე იღებს სრულ უკუკავშირს მისი ლიდერობის ტიპის, გადაწყვეტილების მიღების სტრატეგიებისა და ტაქტიკების შესახებ, რისი მიზანიც ლიდერის უნარების გაცნობიერება და განვითარებაა. 2017 წლის ოქტომბერში კომპანია „ჰედვაისის“ ინიციატივით და ორგანიზებით Flow, Leadership & FLIGBY-ის ერთ-ერთი შემქმნელი, მიჰაი ჩიკსენთმიჰაის პარტნიორი, Global Leadership ექსპერტი, წიგნის “Missing Link Discovered”-ის ავტორი და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროფესორი – ზოლტან ბუზადი საქართველოში ჩამოდის! მისი მოწვევის მიზანი ქართველი პროფესიონალებისათვის 2 დღიანი (24-25 ოქტომბერი) განსხვავებულად საინტერესო ტრენინგის Flow Leadership – for Business & HRs ჩატარებაა. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://headvice.ge/flow-leadership/
[R]