in

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ყვავილი, რომელიც 100 მილიონი წლის წინ არსებულ ტყეში იყო

“ეს არ არის საშობაო ყვავილი, მაგრამ მშვენიერებაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 100 მილიონი წლის წინ არსებული ტყის ნაწილია…” ემერიტის პროფესორი ჯორჯ პოინარ უმცროსი, ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

ჯორჯ პოინარის დამსახურება კაცობრიობის წინაშე ძალიან დიდია. სწორედ მან აღმოაჩინა მწერების ცხოვრების წესრიგი, მიაგნო მალარიის წარმომშობ მიზეზებს და დიდი ხნის წინათ არსებული და დავიწყებული ყვავილების აღმოჩენასაც მას უნდა ვუმადლოდეთ.

“მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარაა, დეტალები მაინც საოცარია. ჩვენი ნიმუში, ალბათ, მცენარეთა მტევნის ნაწილი იყო, რომელიც უამრავ მსგავს ყვავილს შეიცავდა”

Valviloculus pleristaminis – ასე ეწოდება ყვავილს, რომელიც მიანმარის ქარვის მაღაროებში აღმოაჩინეს. მკვლევარები ცდილობენ, დაადგინონ ყვავილების რომელ ოჯახს განეკუთვნება იგი. ამ ეტაპზე, ყველაზე დიდ მსგავსებას Monimiaceae-სა და Atherospermataceae-სთან პოულობენ. 

საოცარია, რამდენის თქმა შეუძლია წარსულის აღმოჩენებს ჩვენი სამყაროს შესახებ… უეცრად ვპოულობთ მშვენიერებას, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ჩვენამდე მოაღწია. თითქოს, წარსულის გამოძახილია ჩვენი აწმყოსა და მომავლისთვის.

ისტორიის წერა გრძელდება – „ევროპაბეთმა“ „დინამო ბათუმთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა

“პიქტორი” – გალერეა, რომელიც ქართველი ხელოვანების ესკიზებსა და ჩანახატებს აერთიანებს