in

საბურთალოს „სითი მოლში“ ყვავილების ფესტივალი დაიწყო

„სითი მოლი საბურთალოს“ სკვერში (City Garden) ყვავილების გამოფენა – გაყიდვა დაიწყო.  ფესტივალი სტუმრებს, 20 ივნისის ჩათვლით, 12-დან 21 საათამდე უმასპინძლებს.

„ექსკლუზიურად სავაჭრო ცენტრის მომხმარებლისთვის მოწყობილ სივრცეში, დაუვიწყარი შეგრძნებების, ყვავილებით და სიმწვანით სავსე გარემო გელოდებათ!“

„სითი გარდენში“ მისული სტუმრები მიიღებენ ექსკლუზიურ შეთავაზებებს და გაეცნობიან სხვადასხვა ბრენდების კომპოზიციებს – ფესტივალში მონაწილეობენ BOTANICA, ROYAL FLOWERS SHOP, GORGIA, Wisteria, Artyflora („არტიფლორა“).

კვირას, 20 ივნისს კი, მომხმარებელს, 12:00 საათიდან ელოდება ექსკლუზიური შეთავაზებები „სითი გარდენში“ მდებარე რესტორნისგან „სითი კაფე“. ასევე მოეწყობა ღვინის დეგუსტაცია. ფესტივალის საზეიმოდ დახურვას მუსიკალურად გააფორმებს გიგი პიანომენი.

გვეწვიეთ, გაატარეთ სასიამოვნო დრო, მიიღეთ საჩუქრები, შეიძინეთ ყვავილები და განიტვირთეთ სპეციალურად თქვენთვის შექმნილი გამოფენა – გაყიდვით!

მისამართი: ვაჟა-ფშაველას N70, „სითი მოლი საბურთალოს“ სკვერი – City Garden.

 

[R]

რატომ არ გახსოვთ ახლახან ნანახი ფილმის დასასრული?

უეფა ფეხბურთელებს: შეწყვიტეთ ბოთლების გადაადგილება!