in

ყვავილები, როგორც სიყვარულის მარადიული გამოხატულება — DoorDash-ის კამპანია

მიცვალებულებს საუბარი რომ შეეძლოთ, ალბათ იტყოდნენ, რამდენად კარგი ჟესტია მათთვის ყვავილების მირთმევა… თუმცა სიცოცხლეშივე რომ მიერთმიათ, უფრო მადლიერები იქნებოდნენ. ახლა DoorDash-ის ახალ კამპანიაზე ვსაუბრობთ, რომლის თანახმადაც, მამაკაცებსაც სიამოვნებთ ვალენტინობას ყვავილების მიღება…

BOG

DoorDash, თავის სააგენტო Gut-თან ერთად, მიზნად ისახავს „დაამსხვრიოს ტრადიციული ნარატივი ყვავილების ჩუქების შესახებ. ამავდროულად, ყველას მოუწოდებს სიყვარულის საერთო ენის გაფართოებისკენ. ვიდეორგოლისთვის AI ტექნოლოგია გამოიყენეს და სწორედ ასე „აალაპარაკეს“ პორტრეტები… აქ მამაკაცები წუწუნებენ, რომ თავადა არასდროს მიუღიათ ყვავილები ქალებისგან.

„ყვავილები ყველასთვისაა, შენთვის და ჩემთვისაც. ეს სიყვარულის მარადიული გამოხატულებაა, მაგრამ რატომღაც მკაცრად დავადგინეთ წესი, ვინ უნდა ყოფილიყო ამ საჩუქრის მიმღები“, — აღნიშნავენ DoorDash-ში.

ტაიგერ ვუდსის ახალი ბრენდი და მისი ვიზუალური იდენტობა

7 საუკეთესო საჩუქარი სიყვარულის დღისთვის, რომლებსაც Glovo-ზე აღმოაჩენ