in

„ფლომასტერის“ ახალი მიდგომა სწავლებაში – გზა კარიერული წარმატებისკენ

ცოდნის გაცემა, ცოდნის მიღება და ცოდნის წარმოება – ეს არის სამი მთავარი ღერძი, რომლის გარშემოც დღეს „ფლომასტერი“ ტრიალებს. 2018 წელს, ტრენერმა და ქოუჩმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაწყვიტა დაეარსებინა კომპანია, რომელიც პროფესიონალებსა და დამსაქმებლებს ერთად მუშაობაში და საერთო მიზნების მიღწევაში დაეხმარებოდა. 

საწყის ეტაპზე, კომპანია ტრადიციულ ტრენინგებს სთავაზობდა მომხმარებლებსა და ორგანიზაციებს, თუმცა პანდემიამ რეალობა შეცვალა და გუნდს უბიძგა შეემუშავებინა სწავლების ახალი, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული ფორმატი. ასე გაჩნდა ჰიბრიდული ტრენინგების მოდელი. 

„ჰიბრიდული ტრენინგები ონლაინ სწავლასა და პირისპირ შეხვედრებს აერთიანებს. ონლაინკურსები მიმდინარეობს პლატფორმა TalentLMS-ზე, სადაც ხელმისაწვდომია ვიდეო და ტექსტური მასალები, ტესტები და დავალებები. ყოველკვირეულად მონაწილეები მონაწილეობენ Q&A სესიებში ტრენერთან და კოორდინატორთან ერთად და განიხილავენ შეკითხვებს, რაც მასალის ნახვის შემდეგ გაუჩნდათ.“ – ამბობს „ფლომასტერის“ ჰიბრიდული პროგრამების კოორდინაციის ლიდი და ტრენერი მარიეტა მაჭარაშვილი.

TalentLMS-ის სტრუქტურა ჰგავს LinkedIn Learning-ს და აძლევს კომპანიებს შესაძლებლობას, შეიძინონ სასწავლო პაკეტები თავიანთი თანამშრომლებისთვის. ისინი კი ივითარებენ უნარებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ლიდერობა, მენეჯმენტი, გაყიდვები, ბიზნეს კომუნიკაცია, პროექტების მართვა, ხელოვნური ინტელექტი და სხვა.

თითო სასწავლო მოდული 1-დან 1.5 საათამდე გრძელდება და შედგება 5-7 წუთიანი ვიდეოებისგან. მასალები ხელმისაწვდომია როგორც ტექსტური, ასევე აუდიო და ვიდეო ფორმატით, რაც სწავლების პროცესს ინდივიდუალურად მორგებულს და მოქნილს ხდის.  მონაწილეები მუშაობენ ინტერაქტიულ ქვიზებსა და პრაქტიკულ დავალებებზე, იღებენ დამატებით საკითხავ მასალებს და სწავლობენ თამაშის ელემენტების მეშვეობით: პლატფორმაზე შესაძლებელია ბეიჯების დაგროვება, ქულების მიღება და პირადი პროგრესის მონიტორინგი, რაც მათ მუდმივ ჩართულობას და მოტივაციას უზრუნველყოფს. თითოეული კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები აქტიურობის მიხედვით იღებენ სერტიფიკატს -„გამოანათა“, „იმუშავა,“ ან „მოისმინა.“

ბოლო სამი წლის განმავლობაში პლატფორმამ 3,000-ზე მეტ ადამიანს მისცა ცოდნა და უნარები. დღეს „ფლომასტერის“ ბაზაზე ხელმისაწვდომია 100-ზე მეტი ავტონომიური სასწავლო მოდული.

პირველი ჰიბრიდული ტრენინგი, რომელიც „ფლომასტერის“ გუნდმა TalentLMS-ის გამოყენებით შექმნა იყო მენეჯმენტის ტრენინგი (MCP). კურსი ეხმარება მონაწილეებს, ახალი თვალით შეხედონ მენეჯერის როლს და აითვისონ პრაქტიკული მიდგომები. ამას მოჰყვა სხვა პროგრამები: პროექტის მართვის ტრენინგი (PMCP) და ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი (ICCP)

„ჩვენი პროგრამები მუდმივად ვითარდება და უმჯობესდება, რათა მაქსიმალურად საინტერესო და სასარგებლო იყოს მონაწილეებისთვის. თემატიკა კი მუდმივად აქტუალურია. „ფლომასტერის“ გუნდის მიზანია ინოვაციური მიდგომებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. ამჟამად ვმუშაობთ ახალ პროგრამაზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიმართულებას შეეხება,“ – ამბობს მარიეტა მაჭარაშვილი.

[პარტნიორის კონტენტი]

BTU-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, გოგოების ეროვნული ნაკრები ინფორმატიკაში ევროპის ოლიმპიადაზე მიემგზავრება

Windows „სიკვდილის ლურჯ ეკრანს“ დაემშვიდობა