ეკონომიკური კრიზისის ფონზე Fluz აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებლებს ყოველ შენაძენზე ქეშბექს სთავაზობს. თუმცა იმისათვის, რომ უფრო ფართო აუდიტორიაზე გასულიყვნენ, Koto-ს ციფრულ სააგენტოს მიმართეს. თანამშრომლობა კი მარკეტინგულ ინიციატივებში, ვებგვერდებსა და მრავალ სიახლეში გადაიზარდა, რაც ერთი მთავარი კონცეფციის ირგვლივ ტრიალებს — Fluz empowers you to maximise your money. იმ აზროვნებას მიჰყვება, რომელსაც Life on Max-ის სახელით გვაცნობენ და ფულის სრული პოტენციალის გამოყენებაზე მიგვითითებენ.
ისიც უნდა ითქვას, რომ რებრენდინგი Fluz-ის სტრატეგიულმა სვლამ განაპირობა, რომელიც ახალგაზრდა 18-32 წლის ადამიანების მოზიდვაზე იყო ორიენტირებული. ეს ფაქტი კი ფუნდამენტურ რწმენამდე დადის, რომ Fluz აძლიერებს ახალგაზრდებს, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი თავიანთი ფულისგან.
„Koto-ს ტრანსფორმაციული ნამუშევარი ჩვენი პროდუქტის პოზიციონირებისთვის შთამბეჭდავია, რითაც Fluz-ის მთავარ თაობა ზეტის აუდიტორიას ესადაგება. მათმა ინოვაციურმა მიდგომამ არამარტო გააძლიერა ჩვენი ბრენდი ქეშბექების სივრცეში, არამედ ჩვენი კავშირიც ამ ძირითად დემოგრაფიულ ჯგუფთან“, — აცხადებს მაურიჩე ჰარარი, Fluz-ის CEO.
ამგვარად, ახალი იდენტობა გაბედული გამოსახულებებისგან შედგება, ბევრი ფერით, რათა თაობა ზეტის ცოცხალ და ინკლუზიურ სამყაროში შეაბიჯოს, იქ, სადაც ფინანსური ტრანზაქციები და საზოგადოების ჩართულობა შეუფერხებლად ერწყმის ერთმანეთს.
ამბობენ, რომ ბრენდის ტიპოგრაფიითა და ფერებით, ბრენდისვე ძირითადი ღირებულებები ერთი შეხედვით ამოიცნობა. მთავარ შრიფტად Greed Condensed Semibold-ს იყენებენ, მეორე ვარიანტად კი Area აქვთ, რომელსაც უკვე ძირითადი ტექსტისთვის და მონიშვნებისთვის იყენებენ.
რაც შეეხება ფერთა პალიტრას, „ეთერულ“ ტონებად აღწერენ, რომლებიც კონტრასტში მოდის მუქ ფერებთან და იდეალურს ხდის ტექსტის წაკითხვისა თუ ვიზუალური გავლენისთვის. მეორად პალიტრად კი აქ სამი ტიპის გრადიენტს გვაცნობენ — Calm, Expressive და Max.
ილუსტრაციები Fluz-ის სიურრეალისტურ სამყაროში გავმოგზაურებს, ფოტოგრაფიაც მრავლადაა, რითაც მრავალფეროვან საზოგადოებასა და ბიზნესპარტნიორებზე სურთ ხაზგასმა…
„ეს იდენტობა სრულყოფილად გვაჩვენებს ბრენდს, რომელიც ცხოვრობს თავისივე ხედვით, რაზეც 3 ელემენტი მოწმობს — პირველი თანმიმდევრულობაა, რაც მიგვანიშნებს, რომ ბრენდის აქტივები ყველგან თანაბრად გამოიყენება და მიღებული შედეგი გუნდთან თანამშრომლობითაა მიღწეული, მეორე მოქნილობაა, რაც უზრუნველყოფს, რომ კომუნიკაციის თითოეული ნაწილი Fluz-ისთვის უნიკალური იყოს და მესამე, განსხვავებულობა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველი ხედვის ერთგული რჩება და იმგვარ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც მას ესადაგება“, — აცხადებს ართურ ფოლიარდი, Koto-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.