in ,

Fly Georgia

2012 წლის 2 აგვისტოს ბაზარზე ახალი ქართული ავიაკომპანია „Fly Georgia” გამოჩნდა, რომელსაც მედიის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოყვა. კომპანიის მიზანია საქართველოს დაკავშირება მსოფლიოსთან, ტურიზმის განვითარება, ეკონომიკური ზრდა და საქართველოს, როგორც ტურისტული ჰაბის   პოპულარიზაცია. მარკეტერი დაუკავშირდა კომპანიის გაყიდვების სალომე ბერაიას, რომელსაც ესაუბრა არსებულ მდგომარებასა და სამომავლო გეგმების შესახებ.

– რა პირობებითა და სიახლეებით შემოხვედით ბაზარზე?

-„Fly Georgia” არის ქართული ავიაკომპანია, რომელმაც შემოსვლისთანავე გააკეთა განაცხადი რომ მას სურს საქართველოში უმაღლესი დონის საავიაციო სტანდარტების დამკვიდრება,  და დაამკვიდროს ქართუული საჰაერო მიმოსვლის ახალი სტანდარტი,  რისთვისაც საკმაოდ შრომატევად და გრძელ გზას გადის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის  შემთხვევა, როდესაც ქართული ავიაკომპანიის მფლობელობაში პირველად არსებობს თანამედროვე 2009 წლის Airbus A 319. ახალი ტიპის Airbus და ტექნიკური მხარდაჭერის სახით კი ლუფთჰანზას  წარმოდგენით ქართულ ბაზარზე ქვეყანა სრულ შესაბამისობაში მოდის საერთაშორისოდ დადგენილი საავიაციო ტრენდებთან.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და საერთაშორისო ტრეინინგის მოდულებით ხდება ადგილობრივი  კადრების  მომზადება და წვრთნა.

– როგორ აპირებთ საქართველოს პოპულარიზაციას, თანამშრომლობთ თუ არა საკონსულტაციო კომპანიასთან, რომელიც გიგეგმავთ პიარ და მარკეტინგულ აქტივობებს?

-რათქმაუნდა ვთანამშრომლობთ და ეს კომპანია გახლავთ Metro, რაც შეეხება პოპულარიზაციას „Fly Georgia”-ს აქვს ამბიცია მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საჰაერო ჰაბად ჩამოყალიბებაში, რაც გულისხმობს   საჰაერო სატრაზინტო დერეფნის ფუნქციის გაუმჯობესებას, ბუნებრივია რომ ამ შემთხვევაში უფრო ბევრი აირჩევს საქართველოს, ეს კი საკამოდ დიდ ბენეფისს მოიტანს, როგორც საქართველოს ეკონომიკაში ისე ტურიზმის განვითარებაში.

რომელი ქვეყნების მიმართულებით გაქვთ ფრენები და რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა თქვენი კომპანია ?

იქიდან გამომდინარე, რომ „Fly Georgia” ზაფხულში გამოჩნდა ბაზარზე პირველი ფრენა პრეზენტაცის შემედეგ, მეორე დღესვე, ბათუმის მიმართულებით განახორციელა, შემდეგ დაემატა ჩარტერული რეისები თურქეთისა და ეგვიპტის რამდენიმე ქალაქში, ახლახანს კიდევ დავამატეთ რეისი ამსტერდამის მიმართულებით, რომელიც საკმაოდ

პრიორიტეტულია.
ქართული დიზაინის, ქართული სამზარეულოს და სხვა ელემენტების ინტეგრაცია ერთ პროდუქტში და რასაკვირველია საქართველოს მოსახლეობის დასაქმება ზუსტი გათვლაა ქვეყნისთვის. ეს არის ის რისთვისაც FlyGeorgia მუშაობს, მაღალი ხარისხი და ქართული ფესვები.

– აპირებთ თუ არა სხვა ქვეყნების მიმართულებით ფრენების დამატებას?

აღნიშნულ ფრენებს წლის ბოლომდე დაემატება მინსკისა და კიევის მიმართულება, ასევე ვგეგმავთ ფრენებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

-რამდენი ადამიანი არის თქვენს კომპანიაში დასაქმებული და რამდენად უწყობთ ხელს მათი კვალიფიკაციის ამაღლებას?

– კომპანიაში დაახლოებით 80 ადამიანი მუშაობს, მათი  ნაწილი არის უცხოელი, რადგან Airbus-თან მუშაობის გამოცდილება საქართველოში არ იყო. „Fly Georgia“-ს მიზანია ორი წლის განმავლობაში ამ რიცხვის 75%-ი ქართველი სპეციალისტებით  დააკომპლექტოს, რადგან დასაქმება და კვალიფიკაციის ამაღლება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. განუწყვეტლივ წარმატებით ტარდება ტრეინინგები, რისი საშუალებითაც ქართველი პილოტებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადება და პროფესიონალებად ჩამოყალიბება მიმდინარეობს.

-დიდ პრობლემას წარმოადგენს ხოლმე ხშირად ენობრივი ბარიერი, თქვენ საიტზე ინფორმაცია მხოლოდ ინგლისურ ენაზეა, რატომ? დაემატება თუ არა ქართული?

ტექნიკური გადაიარაღება მიმდინარეობს და რათქმაუნდა, აუცილებლად დაემატება ქართული ენაც. აქვე აღსანიშნავია
რომ „Fly Georgia”-მ წარმატებით აითვისა online booking-ისა და online გადახდების სისტემა, დღეიდან მომხმარებელს

საშუალება ექნება ჩვენს საიტზე განახორციელოს ჯავშანი  და ტურისტული კომპანიის დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად, გადაიხადოს ბილეთის თანხა, რაც უკვე მთელ მსოფლიოშია აპრობირებული მეთოდია.

 

Macroeconomics – N. Gregory Mankiw (7th edition)

“Confessions of an Advertising Man” David Ogilvy