“Turkish Airlines”-ი ფილმის “Batman vs Superman: Dawn of Justice” ოფიციალური სპონსორია. “Warner Brothers”-თან ხელშეკრულების პირობების ფარგლებში ავიაკომპანიამ რამდენიმე აქცია განახორციელა. მაგალითად, “Boeing 777”-ზე სუპერმენის და ბეტმენის ლოგოები განათავსა. ბავშვები, რომლებიც თვითმფრინავით იმგზავრებენ სპეციალურ საჩუქრებს მიიღებენ.
“Turkish Airlines”-ი კამპანიას მაქსიმალურად იყენებს და პოპულარული სუპერგმირების მილიონობით ქომაგის ყურადღების მიპყრობას სარეკლამო რგოლითაც ცდილობს. “YouTube”-ის ოფიციალურ არხზე გამოჩნდა ორი ვიდეო, რომელიც გამოგონილ ქალაქში გოთემში და მეტროპოლისშია გადაღებული. სარეკლამო რგოლის სიუჟეტის მიხედვით “Turkish Airlines”-ი ბეტმენის და სუპერმენის ქალაქში რეისებს ნიშნავს.
https://youtu.be/qpk8eSpRBnY
https://youtu.be/TReIozZ1b10