5
Aug
2019

ფრანგმა გამომგონებელმა ლა-მანშის სრუტეს მფრინავი დაფით გადაუფრინა

5 Aug 2019

Alta
Alta


ფრანგმა გამომგონებელმა – ფრენკი ზაპატამ რეაქტიული მფრინავი დაფით ლა-მანშის სრუტეს გადაუფრინა. ეს არ იყო ფრენკის პირველი მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ მან მფრინავი დაფა სამი წლის წინ შექმნა, მისი პირველი გამოცდა 2019 წლის 25 ივლისს იყო. პირველი მცდელობა, მოწყობილობით, სახელად Flyboard Air გადაელახათ ლა-მანშის სრუტე კრახით დასრულდა – ფრანკი წყალში ჩავარდა, როცა ჰოვერბორდის საწვავით შესავსებად, სრუტეში სპეციალურად განთავსებულ პუნქტზე დაფრენას ცდილობდა. თუმცა, გუშინ, შეცდომების გათვალისწინების – საწვავის პუნქტის მოცულობის გაზრდის შემდეგ, მეორე ცდა წარმატებული აღმოჩნდა. გამომგონებელს ლა-მანშის სრუტის დასაფარად 22 წუთი დასჭირდა, შესაბამისად, ეს არის დრო, რომელიც მან, მფრინავი დაფით, საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში მოსახვედრად გამოიყენა. The Verge-ის ცნობით, ფრანკი 170 კილომეტრი საათში (106 მილი საათში) სიჩქარით მოძრაობდა. ასე დაფარა მან 35 კილომეტრი 22 წუთში.

მფრინავ დაფას Flyboard Air-ს, რომლითაც ზაპატამ ლა-მანშის სრუტე გადალახა, ხუთი, მცირე ზომის რეაქტიული ძრავი აქვს. მგზავრთან ერთად დაფა 195 კმ/სთ სიჩქარეს, ოპერატორის გარეშე კი 400 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს. ძრავები საავიაციო დიზელზე მუშაობს და ჩვეულებრივ პირობებში, საწვავის მარაგი 7 წუთში იწურება.

განხილვა