14
Aug
2019

თვითმფრინავი, რომელიც 20%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს, თუ მგზავრები მის ფრთებში განთავსდებიან

14 Aug 2019

veon
veon


ავიაკომპანიები ბევრს მუშაობენ იმისათვის, რომ თვითმფრინავები, ანუ საჰაერო გადაადგილების პრაქტიკა, გარემოსთვის ნაკლებად საზიანო გახადონ. ამ მიზნის მისაღწევად, ზოგიერთო კომპანია (მაგ, Boeing, JetBlue) ჰიბრიდული თვითმფრინავების შექმნაზეც მუშაობს. თუმცა, ჰოლანდიის ავიახაზები KLM ამ საკითხს სხვაგვარად მიუდგა – ითანამშრომლა ადგილობრივ უნივერსიტეტთან, იმისათვის, რომ რადიკალურად ახალი კონცეფციის თვითმფრინავი შეექმნა. Flying-V არის თვითმფრინავის მოდელი, რომლის მგზავრები მის ფრთებში განთავსდებიან, ეს მიდგომა კი ამცირებს საწვავის მოხმარებას 20%-ით.

დელფტის ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად, მოხდა არამხოლოდ თვითმფრინავში დასაჯდომი ადგილების რედიზაინი, არამედ ამ გადანაცვლების მნიშვნელობის გააზრება. რადგან საწვავის ავზებმა და ტვირთის საცავებმა, ამ მიდგომით, თვითმფრინავის შუაში გადაინაცვლებს. მკვლევარების გამოთვლებით, Flying-V შეძლევს იმავე რაოდენობის მგზავრების გადაყვანას, რამდენიც Airbus A350-ს გადაჰყავს, 20%-ით ნაკლები საწვავით.

განხილვა