ციფრული ტრანსფორმაციის ლიდერი კომპანია FMG SOFT-ი Odoo-ს ოქროს პარტნიორობის ერთწლიან იუბილეს აღნიშნავს.
როგორც Odoo-ს ერთადერთმა ოქროს პარტნიორმა საქართველოში, FMG SOFT-მა ბოლო 12 თვის განმავლობაში რეკორდული შედეგები აჩვენა. 40-ზე მეტი წარმატებული პროექტი სხვადასხვა ინდუსტრიაში იმის დასტურია, რომ ქართული ბიზნესი მზად არის სრულად გაციფრულებისთვის.
ამ ორმაგი იუბილესა და წარმატების ფონზე, 25 ივნისს, ბათუმში (Radisson Blu Batumi), FMG SOFT-ი თავის პირველ, განსაკუთრებულ როუდშოუს „Odoo Property Management Show“-ს გამართავს.
ღონისძიების ფარგლებში FMG SOFT წარადგენს სამშენებლო – დეველოპერული ბიზნესის გაციფრულების ერთიან პლატფორმას, რომელიც აერთიანებს CRM, გაყიდვების შემდგომი მომსახურება (After Sale), ტექნიკური მხარდაჭერა (Maintenance), გაქირავება (Rent), მაცხოვრებლების მართვა (Resident Management), ობიექტების მართვა (Facility Management), ბილინგი (Billing) და სამეზობლოს მართვის მობილურ აპლიკაციას (Community Management).
„ოქროს პარტნიორობის ერთი წელი ჩვენთვის მხოლოდ სტატუსი არ არის, ეს არის პასუხისმგებლობა და უმაღლესი ხარისხის გარანტია, რომელიც 40-ზე მეტმა კომპანიამ უკვე საკუთარ ეფექტიანობაზე გამოსცადა. ბათუმის როუდშოუ კი ამ წარმატებული გზის ლოგიკური გაგრძელებაა.“ – დავით ჩაჩხუნაშვილი BPM მიმართულების ხელმძღვანელი.
ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია.
[R]













