მიმდინარე წლის აპრილში, არიზონას უნივერსიტეტისა და ფინანსური მოდელირების მსოფლიო თასის ორგანიზებით, ფინანსური მოდელირების მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა. პირველი და მეორე ადგილი შესაბამისად ტაილანდმა და ამერიკამ გადაინაწილეს.
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) მესამე კურსის სტუდენტებმა – ირაკლი ჭოლოკავამ, ზურა აბზიანიძემ და ლუკა ხოსროშვილმა ტურნირში მსოფლიოს მასშტაბით მე-3 ადგილი მოიპოვეს. ისინი კონკურსზე წარდგნენ გუნდით, სახელწოდებით “More Than PM”.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა სტუდენტებმა მე-2 რაუნდში უმაღლესი შედეგები დააფიქსირეს და ფინალშიც საკმაოდ ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. თუმცა ასეთი მასშტაბის ჩემპიონატზე მესამე ადგილის მოპოვება ნამდვილად უდიდესი წარმატებაა.
ფინანსური მოდელირების საუნივერსიტეტო ჩემპიონატი შესანიშნავი ადგილია ფინანსური მოდელირების შესასწავლად. აქ მონაწილეები აქტიურად ეცნობოდნენ მნიშნელოვან ინფორმაციებს ფინანსებისა და ბიზნესის თემებზე.