in ,

“Focused On You “- გახდება თუ არა მომგებიანი ახალი სარეკლამო კომპანია ?!

ფოკუს პროდაქშენი

კომპანია “Focus Production” სარეკლამო ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. სატელევიზიო ხარისხის ვიდეორგოლები სოციალური ქსელებისათვის – ეს მათი მთავარი მიმართულებაა.

კომპანიის დირექტორი გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ  სლოგანით “Focused On You” ცდილობენ მომხმარებლის ინტერესები მაქსიმალურად გაითვალისწინონ. მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტი თავიანთი პროდუქტის საუკეთესო კუთხით წარმოჩენაა.

ფოკუს პროდაქშენი

“თუ ვხედავთ, რომ დამკვეთს არ აქვს მაღალი ბიუჯეტი, ხარისხი არ ფუჭდება. ასეთ დროს, შესაძლოა, კომპანიამ დაიკლოს თავისი მოგება და ეს არ აისახოს ნამუშევარზე”- ამბობს გიორგი მდინარაძე.

“Focus Production”-ში  ამბობენ, რომ მათ ნამუშევრებს შორის არასოდეს იქნება დაკოპირებული რეკლამა. ამის თავიდან ასაცილებლად, გიორგი მდინარაძის თქმით, კრეატიული ჯგუფი უცხოურ რეკლამებსაც კი არ უყურებს, რომ ქვეცნობიერად არ მოხდეს რაიმეს “გადმოღება”.

გიორგი მდინარაძე“ვიცით, რა ჯდება დღეს ვიდეორგოლის დამზადება, შესაძლოა 5 000 ან 10 000 გადაიხადოს კომპანიამ. რეალურად მისი თვითღირებულება 100 ან 200 ლარი იყოს (როდესაც დამკვეთს განსაკუთრებული ეფექტები არ სურს). ჩვენ კრეატივს არ ვყიდით. ნებისმიერი თანხით შეიძლება გაკეთდეს ვიდეორგოლი. არ ვაქცევთ ყურადღებას , რამდენად გადამხდელუნარიანია კლიენტი და ფასებს მისი სიდიდის მიხედვით არ ვზრდით”,- ამბობს გიორგი მდინარაძე.

კომპანაიში არ ასახელებენ, კონკრეტულად რა ჯდება ერთი ვიდეორგოლის დამზადება, თუმცა, ამბობენ, რომ ეს თანხა საკმაოდ დაბალია. “გალფის” ახალი რეკლამა სოციალური ქსელისთვის , სწორედ მათი გადაღებულია.

დღეს, როცა უამრავი  კომპანიაა, რომლებიც ვიდეო რგოლებს ამზადებენ. “ფოკუსში” მიაჩნიათ, რომ მათი მთავარი კონკურენტული უპირატესობა რგოლების კრეატიულობა , მაღალი ხარისხი  და ფასია. გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ მათი საქმიანობა წარმატებულ ბიზნესად იქცევა, რადგან მთავარი გათვლა აქ რაოდენობაზეა.

კომპანიის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი სოციალური სივრცისათვის ტელევიზიიის ხარსხით გადაღებული რგოლებია. გიორგი მდინარაძე ამობს, რომ სოციალურ სივრცეში ხშირად დაბალი ხარისხის კამერით გადაღებულ რგოლებს უშვვებენ და მაღალ ხარისხზე მოთხოვნა არსებობს.

“Focus Production”-ის 5 კაციანი გუნდი  ცდილობს კონკრეტული ფუნქციების გარდა, სცენარის დაწერა  თუ იდეების განხორციელება ერთიანი ძალებით მოახერხონ.

ამჟამად კომპანია რესტორან  Elvi’s-ის ახალ სარეკლამო რგოლზე მუშაობს, რომელიც ცოტა ხანში გამოჩნდება. მანამდე კი გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც Focus Production-მა კომპანია გალფისათვის გადაიღო. ნახეთ და შეაფასეთ :

წლის ყველაზე დიდი მუსიკალური მოვლენა TBILISI OPEN AIR 2013

International Retail banking Experts To Meet In Tbilisi On The 27th Of May, 2013