in

“Fokus Mokus-მა“ საეართაშორისო აღიარება მოიპოვა

focus-mokus

East Point-ში გახსნილმა გასართობმა ცენტრმა – Focus Mokus-მა – საერთაშორისო დონის ჯილდო – Golden Pony Awards – მიიღო საოჯახო გასართობი ცენტრების კატეგორიაში. დაჯილდოების ცერემონია 3 მარტს მოსკოვში ჩატარდა.

საოჯახო გასართობი ცენტრის კატეგორიაში Golden Pony-ის მისაღებად მნიშვნელოვანია რიგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება, მათ შორისაა ცენტრის მასშტაბი, ატრაქციონების მრავალფეროვნება და ცენტრში მოქმედი უსაფრთხოების ზომები. Focus Mokus-ში არსებული ატრაქციონები, მათი მრავალფეროვნება და ცენტრის უნიკალური კონცეპტი, სწორედ ის პუნქტებია, რომლებმაც წელს განსაკუთრებით გამოარჩიეს Focus Mokus არსებულ კანდიდატებს შორის.

მსგავსი დონის ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია Focus Mokus-ისთვის და ზოგადად საქართველოს გასართობი ინდუსტრიისთვის, საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ამ სფეროს განვითარებისთვის წინ გადადგმულ სწორ ნაბიჯებს. სწორედ ასეთი საერთაშორისო ღინისძიებების საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გასართობი ინდუსტრიის დონის ამაღლება, არამედ ზოგადად საქართველოს, როგორც უკვე საერთაშორისო სტანდარტებზე აგებული გასართობი ინდუსტრიის ქვეყნის წარდგენა. Focus Mokus-ის თანამშრომლები ვიმოდევნებთ, რომ ასეთი მასშტაბის ცენტრი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხოელ სტუმრებსაც უმასპინძლებს და გააკვირვებს თავისი ატრაქციონების ხარისხითა და მრავალფეროვნებით.

Golden Pony Awards არის საერთაშორისო ჯილდო, გასართობი ინდუსტრიის სივრცეში. ეს ორგანიზაცია 80-იან წლებში ერთ-ერთი პირველი იყო ვინც აქტიურად დაიწყო გასართობი ინდუსტრიის განვითარებაზე ზრუნვა. თავიდან გამოიცა ჟურნალი „Games and Parks Industry”, რომელიც მიმართული იყო ამ სფეროში სიახლეების დანერგავსა და განვითარებისკენ. მოგვიანებით, დაიწყეს ყოველწლიური გამოფენები მიმართული ატრაქციონების წარმოების ინდუსტრიაში ინოვაციების დანერგვისკენ, შემდგომ კი 2002 წლიდან ყოველწლიურად იმართებოდა მსოფლიო მასშტაბით არსებული გასართობი ცენტრების, ატრაქციონების მწარმოებლებისა თუ პარკების შეფასება გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით და სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში მათი დაჯილდოვება. ამ ჯილდოს მფლობელები არიან,   გასართობი ინდუსტრიის ისეთი წარმომადგენლები როგორებიც არიან Blackpool Pleasure Beach (დიდი ბრიტანეთი), Tivoli Copenhagen (დანია), Lieseberg (შვედეთი) და ბევრი სხვა. ყოველწლიურად კანდიდატები ფასდებიან სხვადასხვა  კრიტერიუმებით, როგორიცაა მაგალითად ატრაქციოენების მრავალფეროვნება, ცენტრის მასშტაბი და უსაფრთხოება.

Focus Mokus არის საქართველოში ყველაზე მასშტაბური გასართობი ცენტრი, რომელიც განლაგებულია 3500 კვ. მ.-ზე 16 ძირითადი ატრაქციონითა და 60-მდე ვიდეო თამაშით. ცენტრი გამოირჩევა თავისი უნიკალური კონცეფციით, რომელიც თავიდან ბოლომდე აგებულია ცირკის თემატიკაზე.

 

[R]

“CES-2016” წლის ტექნოლოგიური სიახლეები ცნობილია

შეუძლებელია დაბინძურებულ გარემოში სუნთქვა