in

შვედური კომპანია ფოლადის საწარმოებლად მწვანე წყალბადს იყენებს

კომპანია SSAB AB Vattenfall AB-სა და LKAB-თან თანამშრომლობს

ფოლადის გლობალურ მწარმოებლებს რესტრუქტურიზაცია სჭირდებათ. მათი ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელია, რაც მსოფლიოში არსებული ნახშირბადის ემისიების დაახლოებით 7%-ს შეადგენს. ამის პარალელურად, უმსხვილესი მწარმოებლები კვლავ იმ პროცესებს მიმართავენ, რომლებიც ჯერ კიდევ საუკუნის წინ გამოიყენებოდა, რაც ჩვენს პლანეტას დიდ საფრთხეს უქმნის.

შვედური კომპანია SSAB AB კი Vattenfall AB-სა და LKAB-თან თანამშრომლობს, რათა მწვანე წყალბადით პირველი ფოლადი აწარმოოს. კომპანიამ სუფთა ლითონის მიწოდება ჯერ კიდევ აგვისტოში, Volvo Group, Mercedes-Benz AG და Cargotec Oyj-თან დაიწყო. საგულისხმოა, რომ Volvo-მ უკვე წარადგინა მწვანე ფოლადისგან დამზადებული პირველი მანქანა. იგი 8 ტონას იწონის და განკუთვნილია კარირებისა და ნაღმებისთვის.

ყველაფერი LKAB მაღაროებიდან იღებს სათავეს – ეს არის ტერიტორია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უმდიდრეს რკინის საბადოს წარმოადგენს. სწორედ აქედან ხდება Hybrit-ის წყალბადის ქარხნის შესაბამისი რესურსებით მომარაგება. საწყის ეტაპზე Hybrit საცდელი ვადით 232 მილიონ დოლარს დახარჯავს. ხოლო რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, სამრეწველო ვერსიისთვის მილიარდ დოლარზე მეტი გამოიყოფა და საბოლოოდ საწარმო 2026 წლისთვის გაიხსნება.

დღეისათვის ბევრი მწარმოებელი ცდილობს, ეკოლოგიურად სუფთა ფოლადი გამოიყენოს, თუმცა ამ პროცესში უამრავი დაბრკოლება არსებობს. უმეტესად, ტექნოლოგია საპილოტე პროექტებით შემოიფარგლება, რომლებსაც მცირე რაოდენობით შენადნობის წარმოება შეუძლია და გაცილებით მაღალი საოპერაციო ხარჯები ახლავს, ვიდრე ნახშირბადის ინტენსიურ მეთოდებს.

ფოლადის ინდუსტრიას წლიურად დაახლოებით $30 მილიარდი სჭირდება, რათა შემდგომი 30 წლის განმავლობაში აქტიური მოთხოვნადობა შეინარჩუნოს. ხოლო აქტივების ნულთან შესაბამისობაში მოსაყვანად დამატებით 6 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო. ამის პარალელურად კი, მართალია, Hybrit-ის მიერ მწვანე წყალბადის გამოყენება უნიკალური და ინოვაციურია, მაგრამ მან უკვე ცენტრალური მნიშვნელობა შეიძინა ევროკავშირსა და ჩინეთში.

Hybrit სუფთა საწვავს იყენებს, ნაცვლად “ბინძური” ნახშირისა. იგი მხოლოდ წყლის ორთქლს გამოყოფს. წყალბადი “ახალ გამოგონებას” ნამდვილად არ წარმოადგენს და იგი გამოიყენება საჰაერო ხომალდებსა თუ კოსმოსურ რაკეტებში, მაგრამ განახლებადი ენერგიის წყაროებით მისი წარმოება ახალ საფეხურზე ასვლას გულისხმობს – იგი პრაქტიკულად არ ასხივებს ემისიებს. ამიტომაც, მთავრობებს და კომპანიებს სურთ, სუფთა წყალბადი ავტომობილების, გემების, თვითმფრინავების და ქარხნების მოსამარაგებლად გამოიყენონ.

3 ნოემბრიდან მოხმარებაში McDonald’s-ის მცენარეული ხორცი ჩაეშვება!

დედა-შვილის ეკიპაჟი #52