6
Sep
2019

7 სექტემბერს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი იხსნება

6 Sep 2019

„ბლექ სი არენაზე“ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი  ევროპული და ქართული ანსამბლების ერთობლივი კონცერტით, 2019 წლის 7 სექტემბერს გაიხსნება. შეკვეთილში მდებარე არენაზე მსმენლის წინაშე წარდგებიან ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, საქართველოდან და უცხოეთიდან. შემდეგ კი, ფესტივალი ბლექ სი არენადან რაჭაში გადაინაცვლებს.

“ჩვენს ქვეყანაში წელს მესამედ იმართება “ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი • საქართველო.” უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალი გახდა ტრადიციული, შეიცვალა სახელი, გაფართოვდა მასშტაბები, გასცდა შავი ზღვის არეალს და ამიერიდან იქმნება შესაძლებლობა, საერთაშორისო ფორუმები და ფესტივალები რეგულარულად იმართებოდეს საქართველოში. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს მთელ მსოფლიოში აღიარებული უძველესი ქართული პოლიფონიის დაცვას, ქართული ფოლკლორის – ჩვენი კულტურისა და ეროვნული იდენტობის – პოპულარიზაცია-შენარჩუნებას.გიორგი დონაძე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი.

შეკვეთილში მდებარე არენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, საქართველოდან და უცხოეთიდან. საფრანგეთს (კორსიკა) – Spartimu წარმოადგენს, იტალიას (სარდინია) კი – Castelsardo . საქართველოს სახელით მაყურებლის წინაშე წარდგებიან: „ბერმუხა“ (აჭარა); „შილდა“ (კახეთი); ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია); „რიჰო“ (სვანეთი), „ბასიანი“ და „ქართული ხმები“ (თბილისი); ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი – „ბათუმი“.

განხილვა