აჭარაზე საუბრისას პირველი ყველას ზღვა ახსენდება. ზღვა კი, ძირითადად, მაინც ორ ქალაქთან, ბათუმთან და ქობულეთთან ასოცირდება. ჩვენი ცნობიერი რატომღაც ასეა ფორმირებული. თუმცა აჭარა საკმაოდ დიდი რეგიონია და ის ქვეყნის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეს წარმოადგენს. ზღვასთან ერთად აქ მაღალმთიან სოფლებსაც მრავლად იხილავთ და მწვანე ბუნების სილამაზითაც დატკბებით. შესაბამისად, აჭარაში ბევრი ადგილია დამალული, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ, აქ მრავალი საიდუმლოა აღმოსაჩენი.
იმისთვის, რომ რეგიონს პოპულარიზაცია გაუწიოს და ქვეყანაში შიდა ტურიზმი გაააქტიუროს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურ კამპანიას იწყებს – „გამომყევი აჭარაში”. სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ქართველი ბლოგერები, მოგზაურები, ინფლუენსერები, ფოტო და ვიდეოგრაფები ორი თვის განმავლობაში იმოგზაურებენ აჭარაში, სადაც საშუალება ექნებათ, შექმნან დასამახსოვრებელი კონტენტი, გაუზიარონ ის თავიანთ გამომწერებს და, რაც განსაკუთრებით საინტერესოა, მათ შანსი ეძლევათ, მოიგონ ფულადი პრიზი, 100.000 ლარი.
როგორ უნდა მივიღო მონაწილეობა?
გამარჯვებისთვის მონაწილეებს თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ. ყველა მსურველი უნდა დარეგისტრირდეს პროექტის ელექტრონულ მისამართზე: https://
კამპანიის მთავარი პრიზის 100.000 ლარის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ მინიმალური ბარიერის გადალახვის შემდეგ და განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ ვინ მიიღო ყველაზე მაღალი წვდომა. გარდა პირველ ადგილზე გასული ინფლუენსერისა, პრიზებს ხუთეულში შემავალი სხვა მონაწილეებიც მიიღებენ, თუმცა ამ შემთხვევაში მინიმალური ბარიერის (10 მლ წვდომა) დაგროვება აუცილებელი არაა. ის 5 ადამიანი, ვინც სოციალურ ქსელში, გამარჯვებულის შემდეგ ყველაზე მაღალ წვდომებს გამოავლენს ჯილდოდ 20 000-20 000 ლარს მიიღებს.
კამპანიის უშუალო პერიოდია 15 აგვისტო -15 ოქტომბერი. მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაცია ოფიციალურად 1 აგვისტოს იხსნება, აღსანიშნავია, რომ მსურველს კამპანიაში ჩართვა ნებისმიერ მომენტში შეუძლია, სანამ პროექტი დასრულდება. ოქტომბრის ბოლოსკენ კი შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, სადაც გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები.
პროექტი „გამომყევი აჭარაში” ყველა იმ ადამიანს ელოდება, ვისაც მოსწონს სოციალურ ქსელებში აქტიურობა, საინტერესო კონტენტის შექმნა, მოგზაურობა და ახალი აღმოჩენების გაკეთება. ასე რომ, ვისაც ეს ყველაფერი სიამოვნებას განიჭებთ, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია გაქვთ, რომ კამპანიაში ჩაერთოთ, მოიგოთ სოლიდური პრიზები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებით დაბრუნდეთ შინ!
[R]