in ,

გამოგვყევი – Geocell (+ვიდეო)

თავიდან ჩნდება იდეა. შემდეგ, ზოგიერთი იდეა ხორციელდება.

განხორციელებული იდეებიდან გამონაკლისები ახერხებენ თავის ირგვლივ „ფოლოუერების“, „ლაიქერების“, „დამშეარებლების“ შემოკრებას და კიდევ უფრო იშვიათ შემთხვევებში, ტრენდად გარდაქმნას.

ტრენდი ბევრ ადამიანს შორის გაზიარებული იდეაა, ადამიანების არჩევანი, მათი ხმაა. ის ბრენდები კი, რომლებიც ამგვარ ხმას ყურს უგდებენ, ყოველთვის იმარჯვებენ.

ალბათ, ყველას გემახსოვრებათ ინსტაგრამში გავრცელებული ცნობილი პროდიუსერისა და ფოტოგრაფის, მურად ოსმანის მიერ შექმნილი ინსტაგრამ–პროექტის ფოტოები – “Follow Me”. ეს ალბომი მარკეტერზეც გამოქვეყნდა.

follow-me

მურადი მსოფლიოს გარშემო თავის მეგობარ გოგონასთან ერთად მოგზაურობს და  არაჩვეულებრივ ფოტოსერიას ქმნის – გოგონა მას ხელჩაკიდებული მიუძღვება მსოფლიოს სხვადასხვა საინტერესო და ღირსშესანიშნავი ადგილებისკენ. ფოტოსერია რამდენიმე თვეში სოციალური მედიის ჰიტი გახდა, მილიონობით ნახვა, ლაიქი და შეარი დააგროვა, რამაც ეს პროექტი გარკვეულ ტრენდად აქცია.

“Follow Us” – ქართული სარეკლამო სააგენტოს შექმნილი ინტეგრირებული კამპანიაა, Windfor’s–მა თელიასონერა ევრაზიის მიერ გამოქვეყნებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა (სადაც მონაწილეობას იღებდა რამოდენიმე ევროპული ქვეყნის კრეატიული სააგენტო), შედეგად მიღებული კამპანია გავრცელდება და გაშუქდება თელიასონერა ევრაზიის ყველა ქვეყანაში (მოლდავეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი და ნეპალი).

პროექტზე – “Follow Us” (გამოგვყევი) Windfor’s–მა და მურად ოსმანმა ერთობლივად იმუშავეს. გადაღებები 6 ქვეყანაში – საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთში, თურქეთში, ნეპალში და რუსეთში მიმდინარეობდა. სააგენტოს მხრიდან პროექტს კრეატიული დირექტორი – ბიბი ასათიანი უძღვებოდა.

ვიზუალური კონცეფცია მურადის ფოტოების ანალოგიურია, თუმცა, ამ შემთხვევაში ის სხვა მესიჯს გადმოსცემს. თელიასონერა, საქართველოს შემთხვევაში „ჯეოსელი“ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს როუმინგის სერვისების მეშვეობით მიუძღვება წინ თავის მომხმარებელს და  გამოხატავს მასზე ზრუნვას. ბრენდი ნაჩვენებია, როგორც გზამკვლევი და თანამგზავრი.

მარკეტერი ექსკლუზიურად გთავაზობთ კამპანიიდან რამოდენიმე ფოტოს!

follow-us2

3

13

14

 

 

http://youtu.be/F7fKMXhDOjY

Concept: Murad Osman
Concept/Creative Director: Bibi Asatiani
Copywriter: Beqa Meparishvili
Account Manager: Kote Chatidi
Producer: David Isakadze
DOP: Alexandru Dorobantu (Romania)
Costume Designer: Tinatin Kvinikadze
Model: Mariam Mgebrovi

Orange Santa 2014 – ამოჭრილი სცენა

Google-ის საახალწლო რეკლამა